თეგებით ძიება

24 იანვრის ასტროლოგური პროგნოზი

ვერძი. მოდუნდით და დაისვენეთ. გააკეთეთ ის, რაზეც დიდი ხანია ოცნებობდით. ახლობელი ადამიანების მიმართ ყურადღებიანი იყავით. დღეს მათ ძალიან ესაჭიროებათ თქვენი მხარდაჭერა. კარგი იქნება თუ საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად სადმე მყუდრო რესტორანში ან კაფეში გაატარებთ. მოსალდონელია გულის ფრიალი ან არტერიული წნევის ცვალებადობა.

კურო. ხელსაყრელი პერიოდია იმ ადამანებისათვის, ვისაც სამსახურის შეცვლა განუზრახავს და აფსოლიტურად არახელსაყრელია მათთვის, ვისაც ბავშვის ჩასახვა სურს. შესაძლებელია ზოგიერთი ამ ნიშნის წარმომადგენელი შეხვდეთ ადამიანს, რომელიც მომავალში თქვენს ბედზე გავლენას მოახდენს. არ ღირს კრედიტის არება ან ძვირადღირებული შენაძენის გაკეთება.

ტყუპები. არიან ადამიანები, რომელთა სულშიც მზე ბუდობს. მისი სხივები ჩანს მათ თვალებში, საქმეებში, ღიმილში. როდესაც თქვენ ამ ადამიანების გვერდით ხართ, სითბოს გრძნობთ, მაშინაც კი თუ დარაბებს მიღმა ცივა. შეეცადეთ ახლოს იყოთ ამ ადამიანებთან. ისინი ყოველთვის გაგათბობენ და დაგეხმარებიან.

კირჩხიბი. დღევანდელი დღე არცერთ სფეროში არ დაგიტოვებთ საკუთარი „მეს" გამოვლენის შანსს. ხელსაწყოებითა და სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობისას განსაკუთრებული სიფრთხილე დაიცავით.

ლომი. ამ დღეს ვარსკვლავები ყველა თქვენს გეგმას მხარს დაუჭერენ და დაგეხმარებიან პირად ცხოვრებაში წარმოშობილი პრობლემების მოგვარებაში. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი პროექტები. ისინი საკმაო შემოსავალს გპირდებიან. ზოგიერთ ამ ნიშნის წარმომადგენელს შესაძლოა შორეულ მივლინებაში გამგზავრება მოუხდეს. თავს ენერგიულად და მხნედ იგრძნობთ.

ქალწული. შეეცადეთ საკუთარ თავს გვერდიდან შეხედოთ, დაინახოთ დადებითი და უარყოფითი მხარეები. კარგი პერიოდია დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად და ადამიანებთან შესარიგებლად. აკონტროლეთ ქცევები, - თქვენ გამუდმებით თვალ-ყურს გადევნებენ.

სასწორი. არახელსაყრელი პერიოდია ჩასახვისათვის. მეტი ყურადღება დაუთმეთ საკვები პროდუქტების ხარისხს. შეეცადეთ არ იშიმშილოთ და შეამციროთ ან გამორიცხოთ ნიკოტინი. ნუ გადატვირთავთ ხმის იოგებს.

მორიელი. ერთ-ერთი ჩვეულებრივი დღეა. ერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას და ძვირადღირებული შენაძენის გაკეთებას. ისინი იმადგაცრუებას მოგიტანთ. უფრთხილდით ახალ ნაცნობობას და თავი შეიკავეთ ნაცნობებთან და მეგობრებთან ურთიერთობისაგან. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ უძრავ ქონებას. მოსალოდნელია ძარცვა ან ხანძარი.

მშვილდოსანი. დღევანდელი დღე აქტიური ქმედებებისთვისაა განკუთვლინი. შესთავაზეთ ახალი იდეები, გადაწყვიტეთ აქტუალური პრობლემები და თქვენ ყველაფერი გამოგივათ. ასევე კარგი პერიოდია საოჯახო პრობლემების მოსაგვარებლად და ბავშვის აღზრდისათვის.

თხის რქა. დღის ნეგატიურმა ტენდენციამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს თქვენს განწყობასა და ქცევებზე. შეეცადეთ უფრთხილდეთ კონფლიქტებს. განსაკუთრებით ერიდეთ თქვენთვის ყველაზე ახლობელ ადამიანებთან კამათს, მაშინაც კი, თუ მიგაჩნიათ, რომ ისინი არასწორად იქცევიან. ზოგიერთ ამ ნიშნის წარმომადგენელს დამაინტრიგებელ წინადადებას შემოგტავაზებენ, მაგრამ ერთი საწინააღმდეგო ეჭვი მაინც თუ გაგაჩნიათ ამ საქმეზე, უმჯობესია თავიდანვე უარი უთხრათ. შემთხვევითმა ტრავმამ ან ავადმყოფობამ შესაძლოა წინასწარ დაგეგმილ საქმეში ხელი შეგიშალოთ.

მერწყული. თქვენი სითამამისა და არასტანდარტული აზროვნების წყალობით შესაძლებელია სანუკვარი ოცნების განხორციელება შეძლოთ. თავადვე იქნებით სასიამოვნოდ გაოცებული. იმოქმედეთ სწრაფად და გაბედულად. ნუ დახარჯავთ დროს ეჭვებსა და მეგობარ-თანამშრომელთა რჩევების მოსასმენად. სავარაუდოდ საღამოს რომანტიკულ შეხვედრაზე დაგპატიჟებენ.

თევზები. თავს მხნედ და ენერგიულად იგრძნობთ. ამ დღეს პირად ცხოვრებაში ყველა დაშვებული შეცდომის გამოსწორების შანსს მიიღებთ. მოსალოდნელია კარგად გაწეული სამუშაოსთვის ფულადი ანაზღაურება მიიღოთ პრემიის სახით. ზოგიერთ ამ ნიშნის წარმომადგენელს საქმიან მივლინებაში გამგზავრება ელის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა