თეგებით ძიება

27 იანვრის ასტროლოგური პროგნოზი

ვერძი. ეს დღე თქვენგან საქმისადმი სერიოზულ დამოკიდებულებას მოითხოვს. ყოველი დაუფიქრებელი ნაბიჯი და იმპულსური ქცევა გაუთვალისწინებელ შედეგამდე მიგიყვანთ. თავს ენერგიულად იგრძნობთ, თუმცა საწინააღმდეგო მოვლენების ტენდენციის გამო, წარმატებამ შესაძლოა ნებისმიერ წუთს გაქციოთ ზურგი. მოგიწევთ საშინაო და პირადი პრობლემების მოგვარება, რის გამოც ყველა დანარჩენი საქმე მეორეხარისხვანი გახდება თქვენთვის. ზოგიერთ ვერძს გაუმართლებს და მომგებიანი შენაძენის გაკეთებას შეძლებს ან მომგებიანი ლატარიის ბილეთის მფლობელი გახდება.

კურო. დღევანდელი დღე ხელსაყრელი იქნება ფინანსური საქმიანობისათვის. ხელმძღვანელები თქვენს დამსახურებას დააფასებენ და შრომას აგინაზღაურებენ.

ტყუპები. სამომავლო გეგმების დალაგების დროა. თქვენი შრომისუნარიანობა და თავგანწირვა სამსახურში კარგ შედეგებს მოგიტანთ. მაგრამ მოგიწევთ გამუდმებით მზად იყავით კონფლიქტებისა და კამათისათვის, თუმცა ეს უმნიშვნელო იქნება. სახლში მეუღლის მხრიდან ურთიერთგაგების დეფიციტი გელით.

კირჩხიბი. დღეს ენერგიის გადახარჯვა მოგიწევთ. გაუფრთხილდით ძალებს და ტყუილად ნუ დახარჯავთ მას. შეეცადეთ ერიდოთ კონფლიქტებს. თუ დღეს ვინმესთან იჩხუბებთ, შერიგება დიდხანს არ მოხდება. არ ღირს გარისკვა. განსაკუთრებული დაკვირვებულობა ფანანსურ საკითხებში გამოიჩინეთ.

ლომი. ყველა სფეროში წარმატებული დღე გელით. სამსახურში სრული სიმშვიდე გელით. არ შეგეხებიან არც თანამშრომლები და არც ხელმაძღვანელები. ოჯახურ ურთიერთობებშიც ჰარმონიულობა გექნებათ. დღის მეორე ნახევარი მშობლებთან გაატარეთ. მათ ძალიან ენატრებით.

ქალწული. ეს დღე არახელსაყრელი იქნება ლომებისათვის. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და ერიდეთ არასაჭირო საუბრებს. უფრთხილდით ახალ ნაცნობობას, რომელიც უარყოფით როლს ითამაშებს თქვენს ცხოვრებაში. ამ დღის სიზმრები მალე აგისრულდებათ.

სასწორი. თუ დიდი ხანია ახალი საქმის დაწყება გსურდათ, დღეს ამისათვის საუკეთესო დროა. ახალი პროექტები ახალ შემოსავლის წყაროს მოგიტანენ. ვარსკვლავები თვენს საკეთილდღეოდ არიან განწყობილნი, მაგრამ ეცადეთ შანსი ხელიდან არ გაუშვათ. პერსპექტიულ ცვლილებებს მოგიტანთ საკუთარი მიზანდასახულობა. დღეს შეგიძლიათ განახორციელოთ სხვადასხვა კომერციული საქმიანობები, სარისკოც კი. მათ წარმატება ელით. პირად ცხოვრებაში კი გარკვეული პრობლემებია მოსალოდნელი, რაც პარტნიორის მხრიდან თქვენი აზრის უგულვებელყოფის გამო იქნება გამოწვეული.

მორიელი. დღეს არასასურველია მოგზაურობა, რადგან ის შესაძლოა წარუმატებელი აღმოჩნდეს. გამორიცხეთ მძიმე ფიზიკური დატვირთვა ან სარისკო მოქმედებები, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საშიშროების გამო. უმჯობესია ეს დღე ახლობელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ მშვიდ ოჯახურ ატმოსფეროში. მოსალოდნელია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სერიოზული უსიამოვნებები: ხანძარი ან ძარცვა.

მშვილდოსანი. თქვენ მეგობრისაგან ღალატი გელით. ამ დღეს ძალიან იმედგაცრუებული და შოკირებული იქნებით. მაგრამ არაფერია. ყველაფერი ისე იყოს, როგორც არის. გახსოვდეთ, რომ რაც უნდა მოხდეს, მხოლოდ უკეთესობისათვის.

თხის რქა. მეგობრული საუბრები სიამოვნებასა და ახალ შთაბეჭდილებებს მოგანიჭებთ. რაც უფრო მეტი მეგობრის შეკრებას შეძლებთ, მით უფრო მხიარულად გაატაარებთ დროს და მთელი კვირის სამყოფი ენერგიითაც დაიმუხტებით.

მერწყული. დაფასეთ ურთიერთობები! პარტნიორებტან და ხელმძღვანელებთან თავშეკავებულად მოქცევა გმართებთ. მოუსმინეთ გამოცდილი ადამიანების რჩევებს. თქვენი კარიერა მომავალში სწორედ მათზე იქნება დამოკიდებული.

თევზები. ხელსაყრელი დღეა აქტიური დასვენებისა და ფიზიკური დატვირთვისათვის, ასევე სეირნობისა და ახალი ნაცნობობისთვის. კარგი დროა რემონტის დასაწყებად და მომგებიანი შენაძენის გასაკეთებლად, რაზეც დიდი ხანია ოცნებობდით. შეეცადეთ დაუთმოთ დრო ოჯახს. შეგიძლიათ გაახაროთ ახლობელი ადამიანები საჩუქრებით ან უბრალოდ გაისეირნოთ მათთან ერთად.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა