თეგებით ძიება
24. 01. 2020 News-ები

როდის მატულობს მამაკაცის სექსუალურობა და ტესტოსტერონის დონე

კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ 20-30 წლის 38 მამაკაცის მონაწილეობით ჩატარებული კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ მამაკაცის სექსუალურობა და ტესტოსტერონის დონე მნიშვნელოვნად მატულობს, როცა ის საკუთარ უპირატესობაშია დარწმუნებული.

მოხალისეებს შესთავაზეს მონაწილეობა მიეღოთ ტრენაჟორებით შეჯიბრებაში. შედეგები ფალსიფიცირებული იყო და გამარჯვებული შემთხვევითობის პრინციპით გამოავლინეს. გაყალბებული შედეგების გამოცხადების შემდეგ მოხალისეებში განსაზღვრეს ტესტოსტერონის დონე და თვითშეფასება.

აღმოჩნდა, რომ გამარჯვებულად გამოცხადებულ მოხალისეებში ტესტოსტერონის დონე 4,92%-ით გაიზარდა, ხოლო ვითოომდა „წაგებულ“ მამაკცებში შემცირდა 7,24%-ით. მიუხედავად ამისა „დამარცხებულ“ მამაკაცებში არ შეცვლილა პოტენციური სექსულური პარტნიორების გაცნობის მზაობა.

სამაგიეროდ „გამარჯვებულებს“ 6,53%-ით უფრო მაღალი
ჰქონდათ სექსუალურობის თვითშეფასება, ვიდრე ექსპერიმენტამდე იყო და 11,29%-ით უფრო აქტიურები გახდნენ სექსუალური კავშირებისთვის მომხიბვლელ ქალებთან კონტაქტის ძიებაში.

author:ლალი ჩხიკვაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა