თეგებით ძიება
24. 01. 2020 News-ები

ნიგოზი მამაკაცებს უნაყოფობისგან იცავს

მამაკაცის მიერ ნიგვზის სისტემატური მიღება სპერმის ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. როგორც კვლევამ აჩვენა, მამაკაცებს, რომლებიც ყოველდღე, ორი კვირის განმავლობაში, დაახლოებით ორ პეშვ ნუშის, ნიგვზისა და თხილის ნარევს ღებულობდნენ, ეაკულატში უფრო აქტიური სპერმატოზოიდები ჰქონდათ.

სპერმატოზოიდების რაოდენობა გაიზარდა 14%-ით, მათი სიცოცხლისუნარიანობა - 4%-ით, მოძრაობის უნარი - 6%,მორფოლოგია (ფორმა და ზომა) გაუმჯობესდა 1%-ით. ყველა ეს პარამეტრი პირდაპირ კავშირშია სპერმის ხარისხთან. გამოდის, რომ რაციონმა შესაძლებელია გაზარდოს მამაკაცის ფერტილობის მაჩვენებელი.

სტატისტიკის თანახმად, დაახლოებით ყოველ მეშვიდე წყვილს ბავშვის ჩასახვასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და შემთხვევათა დაახლოებით 40-50% უნაყოფობა დაკავშირებულია
სწორედ მამაკაცთა პრობლემებთან.
ნიგვზის მოქმედებასთან დაკავშირებული კვლევები მიმდინარეობს სხვა სამუშაოს პარალელურად, რომელიც ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების, ანტიოქსიდანტებისა და В ვიტამინის ფერტილობაზე დადებით ეფექტს მოიცავს. ყველა ამ ნივთიერებას შეიცავს ნიგოზი.

author:ლალი ჩხიკვაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა