თეგებით ძიება
24. 01. 2020 News-ები

ხმაური სასამართლოზე: "სუბელიანისა და კალანდიების ოჯახმა შთამომავალი მომიკლეს"- ზაზა სარალიძემ მოკლული შვილის ფოტოები კალანდიების ოჯახს შეაყარა

ხმაური იყო საქალაქო სასამართლოში, სადაც დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას პროცესი მიმდინარეობს.
მოკლული არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ შვილის ფოტოები კალანდიების ოჯახს მიაყარა და სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
სარალიძის თქმით, მისი ოჯახის დისკრედიტაცია მიზანმიმართულად მიმდინარეობს.
"მე როგორც ვხედავ, აქ აქტიურად გრძელდება საუბარი იმაზე, რომ მე ვარ ხელისუფლებასთან და მკვლელებთან გარიგებული. აქ კონკრეტულ საქმეზე საუბარი არ მიდის. უფლებადამცველები მეუბნებიან, შენი შვილი მოკვლის ღირსი იყოო, ჩემი აგრესია მათკენ მიდის. სუბელიანისა და კალანდიების ოჯახმა შთამომავალი მომიკლეს"- თქვა სარალიძემ.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა