თეგებით ძიება
24. 01. 2020 News-ები

კაცობრიობა გადაშენებისთვისაა განწირული - რაში ხედავენ მეცნიერები საფრთხეს

მეცნიერებმა 200 დამოუკიდებელი კვლევის ანალიზის შედეგების მიხედვით განაცხადეს, რომ დღესდღეობით ამერიკის, ევროპის, ავსტრალიის მამაკაცებში სპერმის ხარისხის დაქვეითება აღინიშნება. თუ ასეთი ტენდენცია შენარჩუნდება, უახლოეს პერიოდში ადამიანთა მოდგმა გადაშენების ზღვარზე შეიძლება აღმოჩნდეს.
კვლევები აჩვენებს, რომ ბოლო 40 წლის განმავლობაში სპერმატოზოიდების რაოდენობა ორჯერ შემცირდა. ამის მიზეზი კი, ძირითადად, სხვადასხვა ტოქსიური ნაერთით დაბინძურებული გარემოა. მათ მიეკუთვნება პესტიციდები, პლასტიკები. თავისი წვლილი შეაქვს სიმსუქნეს, მოწევას, სტრესს, რაციონს და ტელევიზორის ძალიან დიდხანს ყურებასაც კი.
იერუსალიმის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს სპერმის კონცენტრაციის 52,4% და სპერმატოზოიდების საერთო რაოდენობის 59,3%-ის შემცირება ჩრდილოეთ ამერიკის,
ევროპის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მამაკაცებში. სამხრეთ ამერიკის, აზიისა და აფრიკის მცხოვრებლებში ამგვარი პრობლემები არ აღინიშნებოდა.

author:ლალი ჩხიკვაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა