თეგებით ძიება
24. 01. 2020 News-ები

რა ანიჭებს მამაკაცს ფიზიკურ ძლიერებასა და სულიერ წონასწორობას

მამაკაცისა და ქალის სასქესო ჰორმონებს შორის განსხვავება დიდი არაა. ქალის ორგანიზმშიც არის მცირე რაოდენობით მამაკაცური ჰორმონი - ტესტოსტერონი. საკვერცხეებში ის არომატიზაციის რეაქციის საშუალებით ქალის სასქესო ჰორმონ ესტრადიოლად გარდაიქმნება. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მენსტრუაციის ციკლის დარეგულირებაში, საშოს, საშვილოსნოსა და სარძევე ჯირკვლების განვითარება-ჩამოყალიბებაში.

მამაკაცის სასქესო ჰორმონებზე საუბრისას, პირველ რიგში, მხედველობაში აქვთ ტესტოსტერონი. თუმცა, მისი აქტივობა არაა მაღალი. იმისათვის, რომ მამაკაცმა მიიღოს თავისი სხეულის ნიშნების სრული კომპლექტი, ტესტოსტერონი უნდა გარდაიქმნას აქტიურ ფორმად - დიჰიდროტესტოსტერონად. ამ გარდაქმნისთვის კი საჭიროა სპეციალური ფერმენტი 5-ალფა-რედუქტაზა.

მამრის
თვისებების მინიჭების გარდა, ტესტოსტერონი იცავს მამაკაცის გულს, აჯილდოებს მას წესიერებით, კეთილშობილებით, ზნეობრიობით და სხვა ვაჟკაცური თვისებებით. ამდენად ტესტოსტერონს მრავალმხრივი მოქმედება ახასიათებს.

author:ლალი ჩხიკვაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა