თეგებით ძიება
24. 01. 2020 News-ები

იმპოტენციის ასაკი

საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრებით, ხანდაზმულ ასაკში მამაკაცი კარგავს სექსუალურ ძალას. იმპოტენციის ასაკი ყოველწლიურად ახალგაზრდავდება. თუ 70 წლის ასაკში არავის აკვირვებს ერექციული ფუნქციის დარღვევა, 20 წლის ასაკში მსგავსი დიაგნოზი ნამდვილ პანიკასა და შიშს იწვევს. ასეთ ახალგაზრდა ასაკში ეს ჩივილი სამარცხვინოდ და დამამცირებლადაც კი ითვლება. სქესობრივი უძლურების განვითარებაზე მოქმედებს არა მარტო ასაკი, არამედ სხვა მრავალი ფაქტორი: ცხოვრების არასწორი წესი, არაჯანსაღი კვება, არსებული დაავადებები, ზოგიერთი ჯგუფის პრეპარატების მიღება, ფსიქიკის დარღვევა, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება, ტრავმები და მემკვიდრეობა.


რომელ ასაკში ვითარდება იმპოტენცია?

50 წელს გადაცილებული
მამაკაცების 52%-თან, 40-45 წლის მამაკაცების 49%-თან, 30-40 წლის მამაკაცებში გვხვდება 26%-თან, ხოლო 20-30 წლის მამაკაცების 22%-თან.

რატომ ვითარდება 50 წლის ზემოთ მამაკაცებთან იმპოტენცია?

ერექცია ხდება ელასტიკურ-კოლაგენური ბოჭკოების მუშაობის ხარჯზე. ასაკთან ერთად ეს ქსოვილები კარგავს თვისებებს და თანდათანობით იცვლება. სწორედ ამიტომ უფრო მეტია ერექციული დისფუნქციის განვითარებისალბათობა. ასაკთან ერთად უარესდება სისხლის მიმოქცევაც, რაც მღვიმოვანი სხეულის იშემიას იწვევს.

ახალგაზრდა ასაკში იმპოტენციის განვითარების მიზეზები

არსებობს ერექციული დისფუნქციის ორი სახე - ფსიქოგენური და ორგანული. პირველი განპირობებულია მამაკაცის ფსიქიკის სფეროსთან დაკავშირებული მიზეზებით და ფსიქოლოგიურ იმპოტენციას წარმოადგენს. მეორე შემთხვევაში მიზეზი ორგანიზმის მუშაობის დარღვევაა, ძალიან ხშირად კი - ამ ფაქტორების ერთობლიობა.

ადრეულ ერექციულ დისფუნქციას იწვევს ფსიქოტრავმული სიტუაცია, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი კომპლექსდება და კარგავს საკუთარი ძალების რწმენას. ამ შემთხვევაში ერექციის უნარი შენარჩუნებულია და ახალგაზრდა კარგავს მას ინტიმური სიახლოვის მომენტში.

ახალგაზრდა ასაკში იმპოტენციის განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, კუჭის წყლულისა და სხვა პათოლოგიების სამკურნალო პრეპარატების მიღება. ამ შემთხვევაში ერექციული დისფუნქცია წამლების მიღების შეწყვეტის ან უვნებელი ანალოგებით მათი ჩანაცვლების შემთხვევაში გაივლის.

იმპოტენციის განვითარების რისკის ძირითადი ფაქტორი ასაკია, თუმცა ეს მთავარი არაა. მნიშვნელოვანია ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობაც. თუ მამაკაცი თავს უვლის, ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობს, დიდხანს შეინარჩუნებს სქესობრივ სიჯანსაღეს. თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომლებიც 40 წლისთვის უკვე დატვირთულნი არიან სხვადასხვა დაავადებით, რაც სქესობრივ სფეროსაც აზარალებს.

რისკის ფაქტორებს თამამად შეიძლება მივაკუთვნოთ ცხოვრების უმოძრაო წესი და მავნე ჩვევები.

ნებისმიერ შემთხვევაში, პოტენციის დარღვევისას აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც გამოკვლევისა და პაციენტთან გასაუბრების საფუძველზე გამოავლენს პრობლემას, აუცილებლობის შემთხვევაში კი დანიშნავს ეფექტურ მკურნალობას.

author:ლალი ჩხიკვაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა