თეგებით ძიება
24. 01. 2020 News-ები

დავაძალოთ თუ არა ბავშვს საკვები ავადმყოფობის დროს

ავადმყოფობის დრ­ოს ბავშვები ხშირად კარგავენ მადას. თუმცა ნუ დააძალებთ საკვებს. უმჯობესია, ისეთი რამ მოძებნოთ, რაც ბავშვს ესიამოვნება.

სითხის მიღება კი აუცილებელია - მაღალი სიცხე, მით უმეტეს - რამდენიმედღიანი, ორგანიზმიდან სითხის აორთქლებას იწვევს, გაუწყლოება კი სახიფათოა. ამიტომ მენიუში უნდა ჩავრთოთ თხიერი საკვები - ბოსტნეულისა და წიწილის ბულიონი, ახალმოხარშული კომპოტი, ლიმონიანი, თაფლიანი, ჟოლოსმურაბიანი ჩაი, ასკილის ნაყენი.
რესპირატორული ვირუსული ინფექციის დროს ყველაზე გავრცელებული გართულებებია: ოტიტი (შუა ყურის ანთება); სინუსიტები (ცხვირის დანამატი ღრუების ანთება); პნევმონია (ფილტვების ანთება). ამიტომ გირჩევთ, როგორი გამოცდილი დედაც არ უნდა იყოთ, ნებაზე ნუ მიუშვებთ რესპირატორულ ვირუსულ
ინფექციას, დროულად მიმართეთ პედიატრს, ზედმიწევნით დაიცავით მისი რეკომენდაციები წოლითი რეჟიმის, დიეტის, ყელისა და პირის ღრუს რეგულარული სანაციის - გამოვლების, ცხვირის გამორეცხვის თაობაზე. ამით საგრძნობლად შეამცირებთ გართულებების რისკს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა