თეგებით ძიება
24. 01. 2020 News-ები

ბავშვებში ჭვალის მიზეზი და მისი მოხსნის გზები

ჭვალის დროს ყველაზე მეტად ის გვაშინებს, რომ უცნობია ბავშვის ტირილის მიზეზი და რაც ადრე ამშვიდებდა, ახლა აღარ მოქმედებს. ჭვალის ნიშნები

ჭვალი გრძელდება დღეში 3 საათს;
იწყება სიცოცხლის პირველ 3 კვირაში;
იშვიათად გრძელდება 3 თვეზე მეტხანს;
აღენიშნება ჯანმრთელ ბავშვებს, რომელთაც ზრდა-განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვთ.

ჭვალის დროს ყველაზე მეტად ის გვაშინებს, რომ უცნობია ბავშვის ტირილის მიზეზი და რაც ადრე ამშვიდებდა, ახლა აღარ მოქმედებს.

რომ გავარკვიოთ, რა აწუხებს ბავშვს, უნდა განვიხილოთ სამი შესაძლო მიზეზი: სამედიცინო, ემოციური და კვებასთან დაკავშირებული. ჰაერის ჩაყლაპვა და გაზების გამოყოფა ბავშვის
ზრდის ნორმალური პირობაა. მაგრამ ნაწლავში გაზების სიჭარბემ შეიძლება ბავშვს უსიამოვნება მიაყენოს.

შეეცადეთ, ჭამის დროს რაც შეიძლბა ნაკლები ჰაერი ყლაპოს. ბავშვის ტუჩები მჭიდრო რგოლს უნდა ქმნიდეს დვრილის ირგვლივ. ბოთლიდან ჭამის დროს ბოთლი უნდა დავხაროთ 30-45°კუთხით, რომ ჰაერი ფსკერზე დაგროვდეს. ძუძუთი კვებისას დედამ უნდა გამორიცხოს რაციონიდან გარკვეულიპროდუქტები. ნებისმიერმა გამოცდილმა დედამ იცის, რა არ შეიძლება ჭამოს, რომ ბავშვს ჭვალი არ ჰქონდეს. არასასურველი პროდუქტების სიაშია ბოსტნეული, რომელიც ეხმარება გაზების წარმოქმნას, რძის პროდუქტები, ზოგიერთი მარცვლოვანი, ნიგოზი, კოფეინის შემცველი პროდუქტები.

ბავშვს აჭამეთ ხშირად და ცოტ-ცოტა. ჭამისას ბავშვი დაიჭირეთ ვერტიკალურად ან 45° კუთხით. ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვმა დიდხანს არ წოვოს მატყუარა საწოვარა. დაუყოვნებლივ მოახდინეთ რეაგირება ბავშვის ტირილზე.

ჭმევის შემდეგ დარწმუნდით, რომ ბავშვმა ამოაბოყინა, შესაძლებელია ასევე:

მუცლის მასაჟი;
ბავშვის გადახრა;
გაზების დაგროვების საწინააღმდეგო წვეთები.

სამედიცინი მიზეზებზე შეიძლება ვიეჭვოთ, თუ:

ბავშვის ტირილი გადადის ქვითინში;
ბავშვი იღვიძებს ტკივილის გამო.

ყვირილი გამოიხატება ხშირ, ხანგრძლივ შეტევებში და არ შემოიფარგლება საღამოს საათებით. მშობელს ინტუიცია კარნახობს, რომ პატარა რაღაცის გამო წუხს.

მუცლის შებერილობა შეიძლება გამოიწვიოს არა მარტო დედის მიერ მიღებულმა საკვებმა, არამედ თავად ბავშვის საკვებმაც. გადაჭარბებული ჭამა ჭარბი გაზების წარმოქმნის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია. დიდი რაოდენობით რძის მოხმარებამ შეიძლება გამოწვიოს კუჭში გაზების გამოყოფა ლაქტოზის დაშლის გამო.

გასტროეზოფაგური რეფლუქსი - ჭვალის და ბავშვების ღამით გაღვიძების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს. რეფლუქსის დროს კუჭიდან საყლაპავში მოხვედრილი მჟავას გამაღიზიანებელი მოქმედება იწვევს ისეთივე ტკივილს, რასაც მოზრდილები გულძმარვას უწოდებენ, ასეთი გადმოსროლა ხშირად ხდება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ამიტომ ბავშვი უფრო წუხს წოლისას და უკეთესად გრძნობს თავს ვერტიკალურ პოზიციაში.

რეფლუქსის სიმპტომები:

ყვირილის ხშირი შეტევა განსხვავდება პატარას ჩვეულებრივი ტირილისგან;
კვების შემდეგ ხშირი ამორწყევა, რასაც შეიძლება თან ახლდეს ცხვირიდან ჭარბი გამონადენი;
მუცლის ტკივილის ხშირი შეტევები - დღისითაც და ღამითაც;
ჭამის შემდეგ მოუსვენრობა (მუხლებს გულმკერდისკენ ხრის);
ბავშვის სხეული ირკალება ტკივილის გამო;
ბავშვს შვებას ჰგვრის ვერტიკალურად დაჭერა ან მუცელზე დაწოლა, ისე, რომ საწოლი 30°-ით იყოს დახრილი;
ხშირი გაუგებარი გაციება, ქოშინი, სუნთქვის შეჩერება.


როგორ ვუმკურნალოთ

ექიმი ამ შემთხვევაში ნიშნავს წამალს, რომელიც ანეიტრალებს მჟავიანობას და უზრუნველყოფს საყლაპავში საკვების ნორმალურ გატარებას;
ატარეთ ბავშვი ხელში, ნაკლები რომ იტიროს. ტირილის დროს მჟავა უფრო დიდი რაოდენობით ხვდება საყლაპავში;
აჭამეთ ცოტა და ხშირად.

ბავშვების უმრავლესობაში გასტროეზოფაგური რეფლუქსი 6 თვის ასაკში თანდათანობით კლებულობს და წლისთვის საერთოდ აღარ აღენიშნებათ.


როგორ მოვხსნათ ჭვალი

1. ბავშვი დააწვინეთ მუცელზე თქვენი წინამხრების გასწვრივ. ბავშვის თავი მოათავსეთ მოხრილი იდაყვის შიგნითა ზედაპირზე, ფეხები კი ხელისგულით დაიჭირეთ. ასეთი მდებარეობისას ბავშვის მუცელი დუნდება, დაძაბული კიდურები თავისუფლად ეშვება.
2. ბავშვის თავი მიიდეთ მკერდზე, და ხელში დაარწიეთ. შეეცადეთ ბავშვი რაც შეიძლება თბილად იყოს;
3. ბავშვი რაც შეიძლება ახლოს დაიჭირეთ, ერთი ხელი ამოუდეთ საჯდომის ქვეშ, მეორე - ზურგსა და კისერზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალშობილის თავის დაჭერა.
4. ძილის დროს მუცლის ქვეშ ბავშვს დაუდეთ თბილი საფენი.
5. ჭიპის მიდამოში მოათავსეთ ხელისგული და თითების საშუალებით გაუკეთეთ მუცლის მასაჟი. ხელისგულის სითბო მოხსნის დაძაბულობას.

ჭვალი ბავშვებს ეწყებათ 2 კვირის ასაკიდან და პიკს აღწევს 6-8 კვირაზე. იშვიათად შეიძლება გაგრძელდეს 4 თვის შემდეგაც. სწორედ ამ დროს უყალიბდება ბავშვს ძილის შინაგანი რიტმი, ხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები მის განვითარებაში, ბავშვი ყველაფრის მკაფიოდ გარჩევას იწყებს. ის იმდენად ერთობა სანახაობით, რომ ავიწყდება ყვირილი. იგი თამაშობს საკუთარი ხელებით, წოვს თითებს, რაც ასევე ამშვიდებს. ბავშვი იქნევს ხელ-ფეხს და ამგვარად იხსნის დაძაბულობას. 6 თვისთვის ბავშვის კუჭ-ნაწლავი ყალიბდება და მაგრდება.

author:ლალი ჩხიკვაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა