თეგებით ძიება
24. 01. 2020 News-ები

კორონავირუსმა ევროპაშიც შეაღწია - 9 ადამიანი ტესტის პასუხს ელოდება

კორონავირუსმა, რომელიც ჩინეთში გავრცელდა და მწვავე რესპირატორული სინდრომის მსგავსი იდუმალი დაავადებაა, ევროპამდეც მიაღწია. დიდ ბრიტანეთში კორონავირუსთან დაკავშირებით ტესტის პასუხებს 9 ადამიანი ელოდება. უცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სულ 14 ადამიანს ჰქონდა კორონავისურის მსგავსი სიმპტომები. ტესტმა 5 ადამიანზე ნეგატიური პასუხი აჩვენა, ხოლო 9 ადამიანი ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმშია.

შოტლანდიის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ 5 ადამიანი, რომელიც ჩინეთიდან ბრიტანეთში დაბრუნდა კორონავირუსის სიმპტომები ჰქონდა.

ბოლო ინფორმაციით, 870 დადასტურებული შემთხვევიდან 26 ადამიანია გარდაცვლილი ვირუსით. შემთხვევები დაფიქსირდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ტაილანდში, სინგაპურსა და ჰონგ კონგში.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა