თეგებით ძიება
24. 01. 2020 News-ები

დუბლინის საერთაშორისო აეროპორტში მომაკვდინებელ ვირუსთან დაკავშირებით საგანგაშო მდგომარეობაა გამოცხადებული

დუბლინის საერთაშორისო აეროპორტში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მომაკვდინებელ კორონავირუსთან დაკავშირებით ერთ-ერთი პირი გადაიყვანეს ირლანდიურ საავადმყოფოში.

სანამ ტესტი უარყოფით შედეგს აჩვენებდა, უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით პაციენტი იზოლირებულ ადგილას გადაიყვანეს.

კორონავირუსის სიმპტომები ჰგავს გაციებას და ახასიათებს ცხელება, ხველება და სუნთქვის შემოკლება.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჩინეთში გავრცელდა და შემთხვევები დაფიქსირდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ტაილანდში, სინგაპურსა და ჰონგ კონგში.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა