თეგებით ძიება
24. 01. 2020 News-ები

"ეს იყო წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა,საკრებულოში კრიმინალური დაჯგუფებაა დაბუდებული"- ზაალ უდუმაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი საკრებულოს წევრ ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ფაქტზე პასუხისმგებლობას მმართველ პოლიტიკურ პარტიას აკისრებს და დარწმუნებით ამბობს, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა და ეს ეს არ მომხდარა სპონტანურად.
მისი თქმით, საკრებულოში „ქართული ოცნების“ წევრების სახით, „კრიმინალური დაჯგუფებაა დაბუდებული“.

"დიახ, აქ არის „ქართული ოცნების“ კრიმინალურ დაჯგუფება დაბუდებული, რომელიც ფიზიკურად უსწორდება პოლიტიკურ ოპონენტებს. წარმოიდგინეთ, ამდენი ადამიანი იყო საკრებულოში „ქარული ოცნებიდან“ წარმოდგენილი, ერთი იყო ლევან ხაბეიშვილი და პოლიტიკური არგუმენტები რომ არ ჰქონდათ, ადგნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა. ეს არ მომხდარა სპონტანურად, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ. უნდოდათ, რომ გასწორდებოდნენ ჩვენი პარტიის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ წევრს ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად. ყველამ უნდა აგოს პასუხი ვინც მონაწილეობდა ამ თავდასხმაში და ამ კრიმინალურ გარჩევაში“, - განაცხადა უდუმაშვილმა.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა