თეგებით ძიება
24. 01. 2020 News-ები

იზორიას საკითხი ოცნების ლიდერებისთვის ცნობილი ყოფილა და ახლა გამჟღავნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა სახელმწიფო ინსტიტუციებს კარგავს - გიორგი ვაშაძე

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მედია სივრცეში ვიდეო მასალის გავრცელებას ეხმაურება , სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმის დაკავების სკანდალური კადრებია აღბეჭდილი, რომელიც სამართალდამცავებმა მალევე გაათავისუფლეს, რის შემდეგაც პატრულის თანამშრომელს თანამდებობა დაატოვებინეს. ვაშაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებს კარგავს და ქვეყანას ვიწრო კლანი მართავს, რათა შეინარჩუნონ ანკლაური თანამდებობები.

„მე ვფიქრობ, რომ ის ყველა კითხვას თავს არიდებს. თუ იმ დონემდე მივიდა, რომ ქვეყნიდან გაიქცა თავისი დანაშაულებრივი ქმედებების გამო, ამაში მე არ ვარ დარწმუნებული და არ დავიწყებ სპეკულაციებს. მთავარი არის, ის რომ ჩვენ ვხედავთ სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამოშლას. პოლიცია და პოლიციის მუნდირი შეურაცხყოფილია. „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის ეს ცნობილი ყოფილა და ახლა გამჟღავნდა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუციებს კარგავს. ქვეყანას ხელისუფლება არ ჰყავს, ჰყავს მხოლოდ ვიწრო კლანი, რომელიც ქვეყანას მართავს ერთადერთი მიზნით, ბევრი ფული იშოვონ და ანკლაური თანამდებობები როგორმე შეინარჩუნონ. ამას ჩვენ ოქტომბერში არჩევნებზე აუცილებლად დავასრულებთ! „ - გიორგი ვაშაძე.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა