თეგებით ძიება
24. 01. 2020 News-ები

თუ კუჭს მიხედავთ, ასთმასაც მოევლება

სპეციალისტთა განცხადებით, გასტროეზოფაგალური რეფლუქსი (გერ-ასე უწოდებენ კუჭის მჟავა შიგთავსის საყლაპავ მილში გადასროლას) ძლიერ უწყობს ხელს ბავშვებში ასთმის შეტევების წარმოქმნასა და გაძლიერებას. ბრონქული ასთმის განმეორებითი შეტევების 50 % სწორედ გერ-ის ბრალია.
ასე რომ, თუ პაციენტებს ისეთ პრეპარატებს დაუნიშნავენ, რომლებიც ხელს უშლის კუჭის შიგთავსის საყლაპავ მილსა და ზოგჯერ სასუნთქ გზებში მოხვედრას, ასთმის სამკურნალო მედიკამენტების მიღება არც გახდება აუცილებელი. ეს კი ძალზე ხელსაყრელია, რადგან კორტიკოსტეროიდული ჰორმონებისა და ბრონქების გამაფართოებელი საშუალებების ხანგრძლივად მოხმარება ბავშვებისთვის საზიანოა. თანაც გერ-ის საწინააღმდეგო პრეპარატები ასთმის სამკურნალო პრეპარატების ეფექტურობას ზრდის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა