თეგებით ძიება
24. 01. 2020 News-ები

ბალიში - შენელებული მოქმედების ბიოლოგიური ბომბი

ბევრი უჩივის ხველას, ყელის სიმშრალეს, თვალებიდან ცრემლდენას, რაც ბალიშის ბინადარი ტკიპის ცხოველმყოფელობის პროდუქტებზე ალერგიის სიმპტომების გამომწვევი შეიძლება გახდეს. როგორც ცნობილია, კანის მილიონობით მკვდარი უჯრედი, ყოველდღიურად ხვდება თეთრეულზე. ამ უჯრედებით იკვებება მტვრის ტკიპა.


თუ ბალიში 10 წლის განმავლობაში არ გამოცვლილა, მისი წონის 10% მტვრის ტკიპა და კანის მკვდარი უჯრედები შეიძლება იყოს. თავად ტკიპა საშიში არაა, მაგრამ ცხოველმყოფელობის პროდუქტი შეიცავს ენზიმს, რომელიც ზოგიერთ ადამიანში ალერგიას იწვევს. ასთმის არსებობისას, კი მდგომარეობა მძიმდება.

სახლის რეგულარული დალაგებისა და ბალიშების გაწმენდის გარდა, სპეციალისტები ლოგინის ხშირ განიავებასა და
გამზეურებას გვირჩევენ. ტკიპას უყვარს სითბო და ნესტი. იგი ვერ ძლებს სიცივესა და მაღალ ტემპერატურაზე (ბალიშის რეცხვა მინიმუმ 60 გრადუსზე უნდა მოხდეს).

author:ლალი ჩხიკვაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა