თეგებით ძიება
24. 01. 2020 News-ები

მწეველთა შვილებს ასთმური შეტევები უფრო ხშირად აღენიშნებათ

მაიოს კლინიკის სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბავშვთა ასთმური შეტევის მიზეზი ხშირად მშობელთა მავნე ჩვევა - თამბაქოს მოხმარებაა. ისინი მოუწოდებენ მოზრდილებს, მოარიდონ ბავშვები თამბაქოს კვამლს. მეცნიერებმა გააანალიზეს ამ თემასთან დაკავშირებით ჩატარებული 25 კვლევის შედეგები. აღნიშნულ კვლევებში მონაწილეობდა 430 000-ზე მეტი ბავშვი, რომელთა საშუალო ასაკი 6-7 წელიწადს შეადგენდა.

კვლევათა 96 %-ში შეისწავლებოდა თამბაქოს კვამლის გავლენა ბავშვებზე სახლის პირობებში. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ მწეველი მშობლების ბავშვებს ასთმური შეტევის გამო ჰოსპიტალიზაციის რისკი ორჯერ ჰქონდათ გაზრდილი. ეს მეტად აქტუალური საკითხია.

სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ მამის მიერ
თამბაქოს მოხმარება მნიშვნელოვნად ზრდის ბავშვის ასთმით დაავადების რისკს. იმ პატარებს, რომელთა მშობლები ინტენსიურად მოიხმარდნენ თამბაქოს მათ ჩასახვამდე, უფრო ხშირად აღენიშნებოდათ ქრონიკული არაალერგიული ასთმა. ამ პათოლოგიის განვითარების რისკი კიდევ უფრო იზრდებოდა, თუ მამა 15 წლამდე ასაკშიც ეწეოდა და მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული მწეველობის ხანგრძლივობაზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა