თეგებით ძიება
24. 01. 2020 News-ები

კანის მოვლა აცივებისას

შემოდგომის დადგომისას კანიც მყისიერად გრძნობს ატმოსფერულ ცვლილებას. მასაც ადამიანივით უწევს სიცივესთან, ქარსა თუ წვიმასთან შეგუება. ამიტომ ამ პერიოდში მას უფრო მეტი ზრუნვა, ყურადღება და სწორი მოვლა სჭირდება.

პრობლემები უმთვარესად განვლილ ზაფხულს უკავშირდება: მაღალი ტემპერატურისა და აქტიური მზისგან გამომშრალ კანს აღდგენა ესაჭიროება. განსაკუთრებით მგძნობიარე ის ზაფხულის აქტიური მზის გამოა და გარეფაქტორების მცირე ზემოქმედებაზეც კი რეაგირებს - ცივი ქარის მსუბუქი დაბერვაც საკმარისია მის გასაღიზიანებლად. მგრძნობელობის მომატება ნებისმიერი ტიპის კანს ემუქრება.


კანის მგრძნობელობის დასაქვეითებლად განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შეირჩეს კოსმეტიკური საშუალებები. მათ შემადგენლობაში არსებულმა
სპეციალურმა ინგრედიენტებმა უნდა გააძლიერონ კანის ბუნებრივი დამცველობითი თვისებები და შეინარჩუნონ ჰიდროლიპიდური დამცველი აპკი. ასეთია, მაგალითად, ნუშის ზეთი, მასში შემავალი უჯერი, კანის ლიპიდების იდენტური ოლეინის მჟავას ხარჯზე, ის უზრუნველყოფს კანის კვებასა და დატენიანებას.

კვება და დატენიანება
შემოდგომით უპირველესია კვება და დატენიანება. რადგან ზაფხულის სიცხე აღარ არის,უკვე შესაძლებელია მკვრივი ტექსტურის კრემების გამოყენება.

გასათვალისწინებელია, რომ კანი მოახლოებული ზამთრისთვისაც უნდა მოამზადოთ. რადგან ცივ სეზონზე მათი დეფიციტი ჩნდება, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სახის კანის გაჯერებას А, С და Е ვიტამინებით.

მზისგან დაცვა
მართალია, შემოდგომით მზის აქტივობა იკლებს, მაგრამ ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი საშუალებების სრულად უარყოფა არ შეიძლება. კანის პიგმენტაციისკენ მიდრეკილთათვის რეკომენდებულია SPF ფაქტორის 10-15%-იანი კრემის მუდმივად გამოყენება, ზაფხულში კი მისი პროცენტულობა 20-30 უნდა იყოს.

აქერცვლა
შემოდგომით შესაძლებელი ხდება ზაფხულში შეწყვეტილი ღრმა წმენდის პროგრამის განახლებაც. ზაფხულში კი, მზის მაღალი აქტივობისას, ამგვარმა აგრესიულმა პრიცედურებმა შეიძლება კანის პიგმენტაცია გამოიწვიოს.

წმენდა
ფრთხილად უნდა შეირჩეს გამწმენდი საშუალებებიც. თუ კანის მომატებული მგრძნობელობა არ გამოიხატა, მაშინ საწმენდი საშუალებების მთელი სპექტრი შეიძლება მოიხმაროთ. მგრძნობიარე კანისთვის მუსი და ქაფი სჯობს, მათი ნაზი და მსუბუქი ტექსტურა არ იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს.

შემოდგომით შეიძლება გაჩნდეს გამონაყარიც. ანთებითი პროცესი ცხელი სეზონის დასრულებიდან თვენახევარში მწვავდება. შემოდგომა ოპტიმალური პერიოდია გამონაყარის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა