თეგებით ძიება
28. 01. 2020 News-ები

საყოფაცხოვრებო ქიმია თანდაყოლილი დეფექტების განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს

მეცნიერებმა სახლის სარეცხ და პირადი ჰიგიენის საშუალებებში ორი ნაერთი აღმოაჩინეს, რომელთაც თანდაყოლილი დეფექტების პროვოცირება შეუძლიათ. ექსპერტების ყურადღება მიიპყრო ამონიუმის ნაერთებმა. მათ ანტიმიკრობული და ანტისტატიკური თვისებები გააჩნიათ. ამიტომ ამ ნაერთებს ხშირად უმატებენ სადეზინფექციო საშუალებებში, სარეცხ ფხვნილში და თეთრეულის კონდიციონერში. მათ კონსერვანტების სახით იყენებენ პირადი ჰიგიენის საშუალებებში, შამპუნებში, თმის კონდენციონერში, თვალის წვეთებში.

მკვლევარებმა ჩატარებული ექსპერიმენტების ფარგლებში შეამოწმეს ალკილდიმეთილბენზილამინის ქლორიდისა (ADBAC) და დიდეცილდიმეთილამონიუმის ქლორიდის (DDAC) მოქმედება მღრღნელებზე. დედალ და მამალ ვირთხებს ამ ნაერთებს საკვებთან ერთად აძლევდნენ. მეცნიერები ასევე ამუშავებდენენ ამ ნაერთებით იმ ოთახს,
სადაც მღრღრნელები იმყოფებოდნენ. მოქმედების მეორე საშუალება უფრო ამაღლებდა თანდაყოლილი დეფექტების რისკს. დეფექტები მღრღნელების შთამომავლობას ორსულობის მე-10 და მე-18 დღეზე უვლინდებოდა.

მაგალითისთვის აღინიშნებოდა ნერვული მილის (ნაყოფის თავის, ზურგის ტვინსა და ხერხემალს ეხებოდა) დეფექტები. გადახრები დაფიქსირდა მაშინაც კი, როდესაც ნაერთის ზემოქმედება მხოლოდ ერთ მშობელზე აღინიშნებოდა.

author:ლალი ჩხიკვაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა