როგორი წელი გელოდებათ სასიყვარულო კუთხით
ვერძი – 2020 წელი, სასიყვარულო თვალსაზრისით, ბევრ ცვლილებას არ გპირდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, სანამ ახალ სასიყვარულო ურთიერთობას დაიწყებთ ან უკვე არსებულ ურთიერთობაში ცვლილების შეტანას გადაწყვეტთ, ჯერ კარგად დაფიქრდით. გირჩევთ, არ იყოთ რადიკალურები გადაწყვეტილებების მისაღებად და არ იმოქმედოთ იმპულსურად.
კურო – მთელი წლის განმავლობაში უჩვეულოდ ემოციურები იქნებით საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას. თქვენს პირად და სასიყვარულო ცხოვრებაში ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილებაა მოსალოდნელი. თუ საყვარელი ადამიანი არ გყავთ, დიდი ალბათობით, სწორედ 2020 წელს იპოვოთ.
ტყუპები – მართალია, 2020 წელი, სასიყვარულო ურთიერთობების მხრივ, საუკეთესო არ არის, მაგრამ უიმედობამ არ შეგიპყროთ. წლის მეორე ნახევარში სასიყვარულო ცხოვრება შედარებით დასტაბილურდება და საკუთარი პირადი ცხოვრებით კმაყოფილი იქნებით.
კირჩხიბი – თუ დაქორწინებული არ ხართ, ეს ნაბიჯი 2020 წელს გადადგით, რადგანაც ამ წელს ქორწინება აუცილებლად წარმატებული იქნება. შესაძლოა, წლის მეორე ნახევარში ვარსკვლავებმა გამოცდა მოგიწყონ რომანტიკულ ურთიერთობაში, თუმცა გამოწვევას მარტივად დაძლევთ.
ლომი – ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას ემოციურ ფონზე და თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა წარმატებული იქნება. წელს შეძლებთ, არსებული სასიყვარულო კავშირი ურყევი და მყარი გახადოთ.
ქალწული – თუ ვინმე მოგწონთ, გადადგით პირველი ნაბიჯი, იყავით უფრო მეტად გაბედული. ამ შემთხვევაში, ვარსკვლავები სიყვარულით სავსე წელიწადს გპირდებიან. იმოქმედეთ სპონტანურად და გაგიმართლებთ.
სასწორი – ემოციურად არამდგრადები იქნებით, რაც გავლენას მოახდენს სასიყვარულო ურთიერთობაზეც. უფრო მეტი დრო დაუთმეთ განტვირთვას და საკუთარი ემოციების მართვას. ეცადეთ, რომანტიკულ ურთიერთობაში რადიკალურები არ იყოთ.
მორიელი – სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით, 2020 კარგი წელია. თუ უკვე გყავთ პარტნიორი, თქვენი სიყვარული ახალ საფეხურზე გადავა, უფრო გაღრმავდება და საყვარელი ადამიანის მიმართ უფრო მეტი ნდობა გაგიჩნდებათ. თუ მარტოხელა ხართ, მოემზადეთ დაუვიწყარი სასიყვარულო თავგადასავლისთვის.
მშვილდოსანი – წელს სამყარო პოზიტიური ვიბრაციებით დაგაჯილდოებთ და სიყვარულს გაპოვნინებთ. ეს წელი კარგი იქნება ურთიერთობისთვის ოფიციალური სახის მისაცემად. იღბალი ისეთ თავბრუდამხვევ სასიყვარულო თავგადასავალებს გპირდებთ, რომ ამ წელს ვერასოდეს დაივიწყებთ.
თხის რქა – 2020 წელი, სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით, ბევრ მოულოდნელობას გპირდებათ. შესაძლოა, შეგიყვარდეთ ის ადამიანი, ვინც აქამდე მხოლოდ მეგობრად მიგაჩნდათ ან წარსულიდან გამოჩნდეს ყოფილი თაყვანისმცემელი და სასიყვარულო ურთიერთობა სწორედ მასთან დაიწყოთ. თუ უკვე ურთიერთობაში ხართ, თქვენი ცხოვრება სტაბილური იქნება და დიდი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.
მერწყული – სასიყვარულო ურთიერთობებში არასტაბილურობაა მოსალოდნელი. იმდენად იქნებით დაკავებულები, რომ სიყვარულისთვის დროს ვერ გამონახავთ. გირჩევთ, ხანდახან განიტვირთოთ და პირადსა და კარიერას შორის ბალანსი არ დაკარგოთ.
თევზები – იღბალი თქვენ მხარესაა. თუ ჯერ საყვარელი ადამიანი არ გყავთ, 2020 წელი გაპოვნინებთ. ამ წელს დაწყებული ურთიერთობა აუცილებლად წარმატებული იქნება. ხოლო, თუ საყვარელი ადამიანი უკვე თქვენ გვერდითაა, ურთიერთობა უფრო მყარი გახდება.
წყარო:newposts.ge