თეგებით ძიება

2 თებერვლის ასტროლოგური პროგნოზი

ვერძი. კარგი დღეა შეხვედრების, პაემნებისა და წვეულებებისათვის. თქვენ უამრავ საინტერესო და თქვენთვის სასარგებლო ადამიანებს შეხვდებით. ნუ მოგერიდებათ მთთან ნაცნობობის გაბმა. ისინი აუცილებლად გამოგედგებიან. ასევე სასურველია ეწვიოთ სალონს და საკუთარ თავზე იზრუნოთ. საღამო ოჯახურ წრეში გაატარეთ. თქვენ ბევრი რამ გექნებათ განსახილველი.

კურო. მოსალოდნელია მომგებიანი, პერსპექტიული წინადადება მიიღოთ, განსაკუთრებით საზღვარგარეთიდან. ძალიან კარგი იქნება თუ თქვენი პარტნიორი მანდილოსანი აღმოჩნდება. ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას. ჯერ კარგად დაფიქრდით.

ტყუპები. იდეალური დროა კომპლექსებისა და მავნე ჩვევების დასაძლევად. უმჯობესია წიგნი იკითხოთ ან კარგ ფილმს უყუროთ.

კირჩხიბი. ამ დღეს ჩვეულზე მეტი დაკვირვებულობა გმართებთ. უნდა აკონტროლოთ ყველა და ყველაფერი, რაც თქვენს გარშემო ხდება, როგორც პროფესიულ, ასევე პირად ცხოვრებაში. საერთო დაძაბული ფონი ნეგატიურ მოვლენებს შეუწყობს ხელს.

ლომი. სხვებისთვის კითხვებს ნუ დასვამთ. ყველა მოქმედება უაზრო და მარტივი მოგეჩვენებათ. შეეცადეთ არაფერი შეცვალოთ. ყველაფერი ისე დატოვეთ, როგორც არის.

ქალწული. არახელსაყრელი დღე გელით ქალწულებს. შეეცადეთ ყურადღებით იყოთ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. მოსალოდნელია ძველი ავადმყოფობის გამწვავება. არ ღირს ფულის გასესხება. სავარაუდოდ მას უკან ვეღარ დაიბრუნებთ. შეეცადეთ გამოძებნოთ დრო დასვენებისათვის, რათა აღიდგინოთ მუნიტეტი და ნერვული სისტემა.

სასწორი. პირად ცხოვრებაში პრობლემებია მოსალოდნელი. სავარაუდოდ თავიდან ვერ აიცილებთ კამათს მეზობლებთან ან საერთოდ უცნობ ადამიანებთან და ეს იმიტომ, რომ ამჯერადაც ვერ გაგიგებენ. არ ღირს შენაძენის გაკეთება, განსაკუთრებით საყოფაცხოვრებო ტექნიკის. ეს შესაძლოა წარუმატებელი აღმოჩნდეს. ნუ მოაწერთ ხელს მნიშვნელოვან საბუთებს.

მორიელი. სწორედ დღესაა მოსალოდნელია ძალიან დამაინტრიგებელი წინადადების მიღება. იდეა, რომლით სარგებლობასაც გადაწყვეტთ, ძალიან მოულოდნელად გეწვევათ.

მშვილდოსანი. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ბოლო დროს დაგროვილი საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება მოგიწევთ. ბევრ ოჯახში კონფლიქტები და კამათია მოსალოდნელი, რაც შესაძლოა გაყრამდეც კი მივიდეს. მთელი დღის განმავლობაში ნერვულ დაძაბულობასა და უკმაყოფილებას იგრძნობთ. შეეცადეთ მოინახულოთ ნათესავები ან უბრალოდ ეწვიოთ ეკლესიას. ეს ნეგატიური ემოციებისაგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.

თხის რქა. ამ დღეს ახლობელ ადამიანებთან ძალდაუტანებელ საუბრებში გაატაარებთ. თქვენ იგრძნობთ, რომ ეს ადამიანები თქვენთვის ყველაზე ძვირფასია ამ ქვეყნად. დააფასეთ ეს.

მერწყული. საღამოს თამამად შეგიძლიათ დაეკონტაქტოთ უძრავი ქონების აგენტს და აუცილებლად დაფიქრდით გადასვლაზე.

თევზები. დღეს განსაკუთრებით ყურადღებიანი და კორექტული უნდა იყოთ მეგბრების, თანამშრომლებისა და პარტნიორების მიმართ. არ ღირს ახალი საქმის დაწყება თუ არ იქნებით დარწმუნებული, რომ ამისათვის მზად ხართ. დღის მეორე ნახევარში თქვენ სასიამოვნო და მოულოდნელი შეხვედრა გელით. პაემანი შესაძლოა დაქორწინების შეთავაზებით დასრულდეს.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა