6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი. შეეცადეთ ემოციური რეაგირება არ მოახდინოთ პრობლემებზე. ბედი თავად მიუჩენს ყველაფერს თავიანთ ადგილს, თქვენ კი გამოჩენილი მოთმინებისათვის დაგაჯილდოვებთ. ამ დღეს დაგეგმილი ყველა შეხვედრა წარუმატებლად წარიმართება, საქმეები კი დროისა და ენერგიის მაქსიმალური დანახარჯით შეიძლება მოგვარდეს. ერიდეთ მნიშვნელოვანი საქმეების წარმოებას და ნუ მიიღებთ ალკოჰოლს.
კურო. კარგი იქნება თუ დღეს ახალ საქმეებს არ დაიწყებთ. მოაგვარეთ საყოფაცხოვრებო საკითხები. ესაუბრეთ ნათესავებს. უარს ნუ ეტყვით საკუთარ თავს დასვენებაზე თუ ამის აუცილებლობას გრძნობთ. უჩვეულოდ კარგი დღეა ინფორმაციის მისაღებად, გასააზრებლად და გადასაცემად.
ტყუპები. ტყუპებისათვის ხელსაყრელი დღე იქნება. დილიდანვე ხელმძღვანელებისგან შექება გელით. საღამოს რომანტიკული განწყობა მთელიანად დაგიპყრობთ.
კირჩხიბი. თქვენთვის აუცილებელია მეორე ნახევრისაგან შორს იყოთ, რადგანაც ზოგჯერ შავი ხიზილალაც კი მოსაბეზრებელია.
ლომი. დღევანდელ დღეს საკუთარი იდეალებისთავის ბრძოლაში გაატარებთ, მაგრამ უპერსპექტივოდ. გახსოვდეთ, რომ რაიმეზე მოუმზადებლად შეჭიდება შეიძლება უშედეგო იყოს. ბოლოს როდის იყავით ექიმთან? დროა გაესინჯოთ მას და გადაამოწმოთ საკუთარი ჯანმრთელობა.
ქალწული. ამ ნიშნის წარმომადგენლები დღეს ფარული მტრების ხრიკებს უნდა უფრთხილდეთ. არ ღირს ვინმესთვის საკუთარი საიდუმლოებებისა და სამომავლო გეგმების განდობა. უმჯობესია საკუთარ ინტუიციასა და საღ აზრს დუჯეროთ. ამ დღის სიზმრები ბედნიერებისაა და ასრულებას გპირდებათ.
სასწორი. კარგი იქნება თუ ახალ საქმეებს დღეს არ დაიწყებთ. მოაგვარეთ საყოფაცხოვრებო საკითხები. ესაუბრეთ ნათესავებს. უარს ნუ ეტყვით საკუთარ თავს დასვენებაზე თუ ამის აუცილებლობას გრძნობთ. უჩვეულოდ კარგი დღეა ინფორმაციის მისაღებად, გასააზრებლად და გადასაცემად.
მორიელი. თავს ძალაგამოცლილად იგრძნობთ. არაა გამორიცხული გაუგებრობები პარტნიორებთან ურთიერთობებში, რის შედეგადაც საქმის წარმართვა შეფერხდება. მამაკაცი მორიელებისთვის არასასურველია ახალი საქმის დაწყება, რადგან გეგმები, რომლებიც ერთი შეხედვით პერსპექტიულად გამოიყურებიან, გადახედვას საჭიროებენ. მანდილოსანი მორიელებისთვის არ ღირს სასურველის რეალობად აღქმა ან უკიდურესობაში გადავარდნა. პირად ცხოვრებაში გართულებებია მოსალოდნელი, რაც იმედგაცრუებას გამოიწვევს.
მშვილდოსანი. დღეს საკუთარ ფიზიკურსა და სულიერ ჯანმრთელობაზე იზრუნეთ. ვარჯიში და კოსმეტიკური სალონი დღის საუკეთესო დასაწყისი იქნება. შემდეგ განმარტოვდით და განვლილ დღეებზე დაფიქრდით, გაიაზრეთ შეცდომები და გაკვეთილად მიიღეთ. კარგი დღეა დიეტის ან შიმშილობის დასაწყებად. უმჯობესია თუ საღამოსასაც მარტო გაატარებთ.
თხის რქა. თქვენ გეჩვენებათ, რომ გარშემომყოფები ვერ გამჩნევენ. სინამდვილეში თქვენი იდეები არც ისე კეთილგონივრულია და მათ არ უნდათ განწყობა გაგიფუჭონ ამის პირდაპირ თქმით.
მერწყული. დადგა დრო უფრო გახსნილი იყოთ და თამამად გამოთქვათ საკუთარი იდეები. ძალიან კარგი პერიოდია კვალიფიკაციის ამაღლებისა და ახალი უნარ-ჩვევების შესაძენად. პირად ცხოვრებაში წილად გხვდათ შეგყვარებოდათ ის, ვისი სიყვარულიც არ შეიძლებოდა. მაგრამ გულს ვერ უბრძანებთ და თქვენც მოგიწევთ ცოტა ნერვიულობა.
თევზები. თქვენ დიდი ხანია რაღაც ახლის შესწავლა გინდათ?! - სცადეთ დღეს და ყველაფერი გამოგივათ. სამსახურში საქმეები სწრაფად და უპრებლომოდ მოგვარდება. თანამშრომელთა გუნთან ურთიერთობები დალაგდება. არაჩვეულებრივი დღეა რომანტიკული შეხვედრის, ნიშნობისა და დაქორწინებისათვის.