თეგებით ძიება
05. 02. 2020 News-ები

ვოლსკი აქციის პარალელურად: "სამწუხაროდ, გარეთ ცოტა ხმაურია, მაგრამ ეს ხელს არ შეგვიშლის მუშაობაში"

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტს გარეთ მიმდინარე აქციაზე მცირე შეფასება გააკეთა და უმრავლესობას მიმართა: "ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ეს მუშაობა უნდა იყოს განსაკუთრებული, ვინაიდან პარლამენტის საგაზაფხულო სესია არის წინასაარჩევნო პერიოდი, სამწუხაროდ, გარეთ ცოტა ხმაურია, მაგრამ ეს ხელს არ შეგვიშლის მუშაობაში, ვინაიდან საკითხები, რომლებიც დღეს განხილვის დღის წესრიგშია, არის საგანგებო მნიშვნელობის ჩვენი ქვეყნისთვის. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, დილის შეკრება, რომელიც ჩავატარეთ არანაირად არ უკავშირდება იმ თემას, რომ უმრავლესობას არ აქვს დღის წესრიგზე გარკვეული პოზიციები და თითქოსდა მთელი ჩვენი ენერგია და აქტივობა დაკავშირებულია და შესაბამისობაში მოსაყვანი იმ აქტივობასთან, რასაც ზოგიერთი ბოიკოტის რეჟიმში მყოფი დეპუტატი გარეთ აკეთებს"- თქვა დეპუტატმა და ახალგაზრდების მისამართითაც გააკეთა შეფასება:

"განსაკუთრებით ვწუხვარ, რომ ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი აყოლილია ამ აქტივობებს, რომლებსაც ან ემოციური კავშირი არ გააჩნიათ იმ თემებთან, რაც ჩვენს ქვეყანას თავს დაატყდა უახლოესი ისტორიის გარკვეულ მონაკვეთზე, ან აყოლილები არიან გარკვეული პოლიტიკური მიზნით“,-აღნიშნა ვოლსკიმ.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა