თეგებით ძიება
05. 02. 2020 News-ები

\'\'ქართული ოცნება“ ერთადერთია, ვისაც რეალური შანსი აქვს ხმათა უმრავლესობით და საკონსტიტუციო უმრავლესობითაც შესაძლებელია მოვიდეს ხელისუფლებაში \'\' - კალაძე

თბილისის მერი, პარტია ‘’ართული ოცნების’’ გენერალური მდივანი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში, ამ ეტაპზე „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების მხრიდან ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს ხელისუფლებაში ხელმეორედ მოსვლისთვის. აღნიშნა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

„თუ ვიმსჯელებთ და გადავხედავთ, რომელ პოლიტიკურ პარტიას აქვს დღეს ქვეყანაში ყველაზე დიდი მხარდაჭერა, ეს არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ციფრებზე საუბარი გამიჭირდება, თუ რამდენი იქნება, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზეა დამოკიდებული. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, ვისაც აქვს რეალური შანსი ხმათა უმრავლესობით და შესაძლებელია საკონსტიტუციო უმრავლესობითაც კი მოვიდეს ხელისუფლებაში, თუმცა დაველოდოთ არჩევნებს, ყველაფერი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა კალაძემ.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა