X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
საქმიანობა შეუჩერდა კომპანიას, რომლის მშენებლობიდანაც ორი მუშა ჩამოვარდა
  • საქმიანობა შეუჩერდა კომპანიას, რომლის მშენებლობიდანაც ორი მუშა ჩამოვარდა

    საქმიანობა შეუჩერდა კომპანია, რომლის მშენებლობიდანაც დღეს, 5 თებერვალს ორი მუშა ჩამოვარდა. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ბექა ფერაძის თქმით, კომპანია კუსტარულად დამზადებულ მექანიზმს იყენებდა.


    "საქმიანობა ხორციელდებოდა კუსტარულად დამზადებული მექანიზმის გამოყენებით, რაც შეუსაბამოა კანონმდებლობასთან. ამჟამად კომპანიას შეჩერებული აქვს საქმიანობა. კომპანიებმა თავად უნდა უზრუნველყონ უსაფრთხოების ნორმების დაცვა და სახელმწიფო უზრუნველყოფს შერჩევითი კონტროლით ზედამხედველობა", — განაცხადა ფერაძემ.

    თბილისში, ნაძალადევის რაიონში, საფასადე სამუშაოების შესრულებისას კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა. ერთ-ერთი მუშა ადგილზევე გარდაიცვალა, მეორე კი პირველ სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს და 6 თვიდან 2 წლამდე პატიმრობით ისჯება.


    წყარო:On.ge
    18 ნახვა
    5-02-2020, 06:47