თეგებით ძიება
05. 02. 2020 News-ები

ახალი პრეპარატი ალერგიის მკურნალობისთვის

წმინდა გიორგის უნივერსიტეტში (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) მეცნიერები მუშაობენ ახალ პრეპარატზე, რომელიც ორგანიზმს ალერგენების შეღწევისგან დაიცავს. ტექნოლოგია ეფუძნება კანისა და ფილტვების გზით ორგანიზმში ალერგენების შეღწევის პროცესის შეცნობას.
ცნობილია, რომ მტვრისა და ოთახის ტკიპას ალერგენები ხსნიან კანისა და ფილტვების დამცავი შრის უჯრედების შემაერთებელ ნივთიერებას და ამ გზით აღწევენ უჯრედებს შორის არსებული სივრცეებიდან.

მედიკამენტს, რომელზეც მეცნიერები მუშაობენ, ერქმევა “ალერგენთა მიწოდების ინჰიბიტორი” (იგივე შემაკავებელი, შემაფერხებელი). ის უჯრედთა დამცავი შრის გავლით ალერგენებს შეღწევის საშუალებას არ მისცემს, შესაბამისად, აღკვეთს ალერგიული რეაქციის განვითარებას. სპეციალისტთა აზრით, ასეთი პრეპარატის
მიღება უფრო ადვილი (მოსახერხებელი) იქნება პაციენტებისთვის, ვიდრე ცხოვრების წესის შეცვლა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა