თეგებით ძიება
05. 02. 2020 News-ები

სიყვარული და ბედნიერების შეგრძნება გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციობაზე დადებითად აისახება

არიზონას უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოავლინეს ადამიანის ორგანიზმის გასაოცარი თვისება: როდესაც ადამიანი ვარდება სტრესულ სიტუაციაში, საკმარისია საყვარელ ადამიანზე გაფიქრებაც კი, რომ მას წნევა მაღლა აღარ უწევს.

ექსპერიმენტი 102 ადამიანის მონაწილეობით ჩატარდა. მოხალისეებს ფეხებს აყოფინებდნენ ცივ წყალში, რაც ბუნებრივია, სტრესულ რეაქციას, სისხლძარღვთა სპაზმსა და არტერიული წნევის მომატებას იწვევდა. საკვლევი პირების ნაწილს, რომლებიც კმაყოფილნი იყვნენ პირადი ურთიერთობებით, სთხოვდნენ შეყვარებულის წარმოდგენას და ფიქრს საყვარელ ადამიანზე. ეს მნიშვნელოვნად აფერხებდა წნევის მომატებას.

მეცნიერთა რჩევით, ეს მეთოდი შეიძლება გამოვიყენოთ გამოცდებისა და ოპერაციის წინა პერიოდში. მკვლევარები იმასაც ასაბუთებენ, რომ ბედნიერ
სასიყვარულო ურთიერთობებში ჩაძირულები, გაცილებით ჯანმრთელები არიან, ვიდრე გართულებული და სტრესული ურთიერთობებით გატანჯულები.

სიყვარული და საზოგადოდ, ბედნიერების შეგრძნება ხსნის სტრესს, დადებითად აისახება გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციობაზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა