თეგებით ძიება
05. 02. 2020 News-ები

ბაღდათში 201 ბავშვი შიმშილის ზღვარზეა, ადგილობრივი ხელისუფლებამ კი სპორტში, რელიგიასა და კულტურაში 7,1 მილიონი ლარი დახარჯა

„ფლანგვის დეტექტორი“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს და პრიორიტეტებს აქვეყნებს.
ოფიციალური ინფორმაციით, ბაღდათში 21 700 მოსახლეა, საიდანაც 1 777 ადამიანი (8%) უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ბიუჯეტი კი საშუალოდ 10 მილიონი ლარია.

" ბაღდათში სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით 1,777 ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, საიდანაც
201 ბავშვია (17 წლამდე ასაკის).

ბაღდათის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად მილიონობით ლარს ხარჯავს მუნიციპალიტეტში კულტულური და სპორტული ღონისძიებების, აგრეთვე რელიგიის დაფინანსებისთვის. აღნიშნული ხარჯებმა 2013-2019 წლებში 7,130,210 ლარი შეადგინა, საიდანაც 243,500 ლარი ეპარქიის დაფინანსება დაჯდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სუბსიდიები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ეკლესიის მიმართ, არ შედის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად საპატრიარქოსთვის გადაცემულ 25 მილიონ ლარში.

შედარებისთვის ბაღდათის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფისთვის - რაშიც იგულისხმება ადგილობრივი სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სხვადასხვა შეღავათების მინიჭება, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, უფასო სასადილოებით უზრუნველყოფა და ა.შ. - მუნიციპალიტეტი ორჯერ ნაკლებს ხარჯავს, ვიდრე სპორტის, რელიგიის და კულტურის დაფინანსებისთვის. კერძოდ: 2013-2015 წლებში აღნიშნულმა ხარჯმა 3,343,800 ლარი შეადგინა.

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოც. უზრუნველყოფა
2013 - 328,400
2014 - 370,400
2015 - 376,200
2016 - 443,400
2017 - 464,600
2018 - 684,400
2019 - 676,400

სპორტი, რელიგია, კულტურა
2013 - 714,700
2014 - 769,110
2015 - 1,037,600
2016 - 1,275,600
2017 - 1,208,600
2018 - 1,200,00
2019 - 924,600

ეპარქიის დაფინანსება:
2013 - 36,500
2014 - 25,000
2015- 32,000
2016 - 39,000
2017 - 31,000
2018 - 30,000
2019 - 50,000

წყარო:
სოციალური მომსახურების სააგენტო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა