9 თებერვლის ასტროლოგური პროგნოზი
ვერძი. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ბოლო დროს დაგროვილი საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება მოგიწევთ. ბევრ ოჯახში კონფლიქტები და კამათი მოხდება, რაც გაყრამდეც კი შეიძლება მივიდეს. მთელი დღის განმავლობაში ნევრულ დაძაბულობასა და უკმაყოფილებას იგრძნობთ. შეეცადეთ მოინახულოთ ნათესავები ან ეკლესიას ესტუმროთ. ეს დაგეხმარებათ ნეგატიური ემოციებისაგან გათავისუფლებაში.
კურო. ხელსაყრელი დღეა აქტიური საქმიანობისათვის. სათანადოდ განსაზღვრეთ საკუთარი ძალები და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდექით დასახული მიზნის მიღწევას. შესაძლებელია გარკვეული სახის ავანტიურა შემოგთავაზონ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდით, თუ ზედმიწევნით აწონ-დაწონით ყველაფერს. მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება ბავშვების აღზრდას, მათ გატაცებებსა და თანატოლებთან უერთიერთობას.
ტყუპები. დღეს განსაკუთრებული ყურადღება თქვენს სხეულს დაუთმეთ. შეიარეთ სალონში, ჩაიტარეთ მასაჟი, გამაახალგაზრდავებელი პროცედურები, შეიცვალეთ ვარცხნილობა. საღამო აქტიურ დასვენებას მიუძღვენით. სექსით დაკავება გამაჯანსაღებლად იმოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე.
კირჩხიბი. ვარსკვლავები თვითანალიზისა და საკუთარი შინაგანი სამყაროს შეცნობისათვის განგაწყობენ. გაიხსენეთ წარსული, გაიაზრეთ აწმყო და იქნებ მომავალიც დაინახოთ. ასევე კარგი დღეა დიეტის ან შიმშილობის დასაწყებად. ალკოჰოლი ძალიან გავნებთ მცირე დოზითაც კი. მოსალოდნელია გულთან დაკავშირებული გართულებები.
ლომი. თქვენი საუკეთესო მეგობარი მარტოობა იქნება და უმჯობესია ეს დღე სახლში გაატაროთ. წაიკითხეთ წიგნი, მოუსმინეთ მუსიკას, უყურეთ ფილმს. დაფიქრდით ცხოვრებაზე, გაიაზრეთ საკუთარი მოქმედებები. შესაძლებელია ამ სიტუაციიდან გამოსავალიც იპოვოთ.
ქალწული. საშიში დღეა. ამ დღეს შესაძლოა ძლიერ შეგერყეთ ჯანმრთელობა. არსებობს საშიშროება სერიოზული ტრავმის ან ავადმყოფობისა. ერიდეთ ძვრადღირებულ შენაძენს. ეს შეიძლება წარუმატებელი აღმოჩნდეს. ასევე არ ღირს ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა. ეს თქვენს ნერვულ სისტემაზე უარყოფითად აისახება. დაუთმეთ მეტი დრო ბავშვებსა და მშობლებს. ისინი სტრესისაგან გათავისუფლებაში დაგეხმარებიან. ამ დღის სიზმრები ასრულებადია.
სასწორი. რდგან ამ დღეს სამუშაო მთლიანად ჩაგითრევთ, არ დაგავიწყდეთ საყვარელი ადამიანების სიურპრიზებით გაოცება. მათ ეს დაიმსახურეს.
მორიელი. დღეს ღირს სასარგებლო ნაცნობობის გაბმა. ისინი დიდ როლს შეასრულებენ თქვენს ცხოვრებაში. წარმატებული დღეა საოჯახო-საყოფაცხოვრებო საკითხების გადასაწყვეტად. სახლის საქმეების შესრულებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ - ტრავმის მიღების საშიშროება არსებობს.
მშვილდოსანი. ბიზნესის სფეროში მომუშავე მშვილდოსნების ფინანსური მდგომარეობა ცოტათი გაუმჯობესდება. აზარტული თამაშების მოყვარულებს დღეს დიდი მოგება, ვალების დაბრუნება ან მომგებიანი კონტრაქტის გაფორმება ელით. სასიყვარულო საქმეებში კი მანდილოსან მშვილდოსნებს გაუმართლებთ. არაა გამორიცხული ახალი მსუბუქი ფლირტი. ერიდეთ სპირტიანი სასმელების მიღებას. ეს მოულოდნელ შედეგებს გამოიწვევს.
თხის რქა. თუ ამ დღეს საქმიან მოგზაურობაში წასვლა გინდოდათ, მისი გადადება სჯობს. არ ღირს ამ დღეს არანაირი კაპიტალდაბენდება ან საკუთარი ბიზნესის გაფართოვება. შესაძლებელია მოულოდნელი არასასიამოვნო ამბავი გაიგოთ. მოგეჩვენებათ, რომ შინაგანი ენერგია და სასიცოცხლო ძალები არ გყოფნით წარმოქმნილი პრობლემის გასამკლავებლად. შეეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ და უბრალოდ ირწმუნოთ საკუთარი შესაძლებლობები.
მერწყული. ეძიეთ რჩევები და დახმარება ძველ, გამოცდილ მეგობრებში. სწორედ ისინი გახდებიან თქვენი დაცვა და დასაყრდენი. ამ დღეს შესაძლებელია საქმიანი მივლინება შემოგთავაზონ. დათანხმდით! - თქვენ ახალი ემგობრები და სასარგებლო კავშირები გელით.
თევზები. მთელი დღის განმავლობაში მშვენიერი განწყობა გექნებათ. მეგობრები და ახლობელი ადამიანები კარგი სიახლეებით გაგახარებენ. საღამოს მოსალოდნელია თავის ტკივილი. მთლიანობაში კი ძალიან კარგი დღე გექნებათ.