თეგებით ძიება

10 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. შეიარაღდით საკუთარი შრომისუნარიანობით, პუნქტუალურობითა და თვითკონტროლით და ასე ნამდვილად შეძლებთ წარმატების მიღწევას. მოსალოდნელია უმნიშვნელო დანაკარგი. საღამოს შეეცადეთ მაქსიმალურად დაისვენოთ.

კურო. ამ ნიშნის წარმომადგენლები დღეს ფარული მტრების ხრიკებს უნდა უფრთხილდეთ. არ ღირს ვინმესთვის საკუთარი საიდუმლოებებისა და სამომავლო გეგმების განდობა. უმჯობესია საკუთარ ინტუიციასა და საღ აზრს ენდოთ. ამ დღის სიზმრები ბედნიერებისაა და ასრულებას გპირდებათ.

ტყუპები. ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი ცვლილებისათვის, როგორც საქმიან, ასევე პირად ცხოვრებაში. იყავით თამამი, შეუპოვარი და თქვენ ყველაფერი გამოგივათ. ასევე კარგი დღეა სამოგზაუროდ წასასვლელად. აიღეთ შევბულება და სადმე გაემგზავრეთ.

კირჩხიბი. ამ დღეს მოგიწევთ შეეჩეხოთ სიცრუეს, ილუზიასა და ამაო იმედებს, რომლებსაც ასრულება არ უწერიათ. შეეცადეთ მხოლოდ ყველაზე გადაუდებელი საქმეებით დაკავდეთ. მოიშორეთ ცუდი აზრები და ერიდეთ ღამით სიარულს. არ გარგებთ წვეულელებსა და ხმაურიან შეკრებებზე ყოფნა. გაატარეთ ეს დღე ჯახურ წრეში ან უბრალოდ სასიამოვნო მუსიკით დატკბით.

ლომი. კარგი დღეა სპორტით დაკავებისა და აქტიური დასვენებისათვის. წადით დაჩაზე და ფიზიკურად იშრომეთ - ეს ემოციურად და სულიერად დასვენების საშუალებას მოგცემთ. ძალიან გარგებთ სუფთა ჰაერზე გასეირნება. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად განმარტოვდით. ხელსაყრელი პერიოდია ჩასახვისათვის.

ქალწული. შინაურებისათვის გემრიელი სადილის მომზადებით ოჯახში არსებული ურთიერთობების დალაგებას შეძლებთ. არავინაა დამნაშავე იმაში, რომ ცუდი განწყობა გაქვთ.

სასწორი. შეეცადეთ გულთან ახლოს არ მიიტანოთ დღეს თავსდამტყდარი პრობლემები. ყველაფერი გაივლის, თუმცა ამისათვის საკმაო ძალისხმევა მოგიწევთ. წარმატებული იქნება არაფორმალურ გარემოში მომხდარი შეხვედრები პარტნიორებთან. ოჯახში სიმშვიდე დაისადგურებს. შეეცადეთ ახლობელი ადამიანები საჩუქრებით გაახაროთ.

მორიელი. დღეს მორიელებისთვის ყველაზე წარმატებული დღეა. გეძლევათ შანსი, რომელიც საშუალებას მოგცემთ გამოიყენოთ თქვენი შესაძლებელობები ყველა წამოწყებაში არნახული წარმატების მისაღწევად. შეგიძლიათ მეგობრებისა და საიმედო პარტნიორების დახმარების იმედი გქონდეთ. წინ მოულოდნელი, მაგრამ უდავოდ სასურველი რომანტიკული თავგადასავალიც გელით.

მშვილდოსანი. ცხოვრებას სიურპრიზები უყვარს, მაგრამ ისინი ყოველთვის როდია სასიამოვნო. ესეც ერთ-ერთი მათგანი იქნება, მაგრამ თუ თავს ხელში აიყვანთ და ემოციებს აკონტროლებთ, დღე ყოველგვარი დანაკარგის გარეშე ჩაივლის. ზომიერება დაიცავით კვებისა და ალკოჰოლის მიღებისას. კარგი იქნება თუ საღამოს ოჯახურ წრეში გაატარებთ.

თხის რქა. დღეს ექსპერიმენტს მიმართეთ: შეეცადეთ უბრალოდ გახარებული იყოთ. ძალიან მალე თქვენ დაინახავთ, რომ თქვენს გარშემო ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვლას დაიწყებს. უმთავრესი - ადამიანებთან ურთიერთობაა.

მერწყული. დღეს ყველა პრობლემა მხოლოდ ღიმილის დახმარებით მოგვარდება. ასევე იქნება სასიამოვნო მოულოდნელობებიც, საინტერესო შეხვედრები და ნაცნობობა. კარგი იქნება თუ საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად განმარტოვდებით.

თევზები. დღეს მოსალოდნელია ახალი ამბის გაგება, რომელიც ძირ-ფესვიანად შეცვლის თქვენს მომავალ ცხოვრებას. ბევრ თქვენგანს რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, რაც, შესაძლოა, არასწორი გამოდგეს. შეეცადეთ დამშვიდდეთ, მოიკრიბოთ აზრები, ყველაფერი აწონ-დაწონოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიტანოთ საბოლოო "განაჩენი". ამ შემთხვევაში შეძლებთ შეცდომის თავიდან აცილებას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა