პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ
თითოეულ პლანეტას საკუთარი მახასიათებლები და თვისებები გააჩნია. აქედან გამომდინარე მოქმედებენ ისინი ადამიანების ცხოვრებაზე, წარმატებებსა და ბედზე. გაიგეთ, თუ რომელი პლანეტა კონკრეტულად რა სფეროს განაგებს ადამიანებისა და საზოგადოების ცხოვრებაში და როგორ გავლენას ახდენს მასზე.
მიუხედავად იმისა, რომ პლანეტები ადამიანების ბედზე ხანდახან ძლიერად მოქმედებენ, მისი შეცვლა, დროის ყველაზე პასიურ პერიოდშიც კი, თითოეულ ჩვენგანს შეუძლია. ასტროლოგიური პროგნოზები არ უნდა აღვიქვათ, როგორც მომავლის აბსოლუტურად ზუსტი წინასწარმეტყველება, არამედ ასტროლოგების ინფორმაცია უნდა გამოვიყენოთ ბრძნულად, გავაცნობიეროთ, რომ პრაქტიკულად 100 პროცენტ შემთხვევებში პლანეტები, უბრალოდ, წინაღობებს გვიქმნიან, არ მართავენ ჩვენს ცხოვრებას და წინასწარ არ წერენ ჩვენს ბედს. მერკური
პირველი, ყველაზე პატარა და საკმაოდ სწრაფი პლანეტა. დედამიწასთან შედარებითი სიახლოვის გამო მას საკმაოდ ძლიერი ენერგეტიკა აქვს. პერიოდებში, როდესაც მერკურის დიდი პოტენციალი გააჩნია, ზოდიაქოს ნიშნებს – კუროს, ტყუპს, ქალწულს, სასწორს, თხის რქას, მერწყულს ურთიერთობების განსაკუთრებული მოთხოვნა უჩნდებათ. დანარჩენი ნიშნების წარმომადგენლებისთვის აჯობებს, თუ, უბრალოდ, სხვა ადამიანებთან ახლოს იქნებიან. თუ მერკური ადამიანებისთვის ნეგატიურია, ისინი ბევრ, ზედმეტ ლაპარაკს იწყებენ. ზემოაღნიშნული ნიშნებისთვის აქტიური მერკურის პერიოდები ახალი ადამიანების პოვნის, ინფორმაციის უკეთ დამახსოვრების დროა.
ეს პლანეტა კარგად მოქმედებს მეხსიერებაზე, ამაღლებს სწავლის სურვილს, ამიტომ მას მოსწავლეებისა და ინტელექტუალურად დასაქმებული ადამიანების პლანეტას უწოდებენ. მერკურის ძალის პერიოდებში მოვლენები სწრაფად ვითარდება. ბევრი ადამიანი აკვიატებულ მდგომარეობაში ვარდება. მერკურის კიდევ ფულის, ციფრების მფარველად მიიჩნევენ. ის ეხმარება ადამიანებს ნივთების სწორად შერჩევა–ყიდვაში, ხარჯების გაკონტროლებაში. მერკურის ხასიათი ხშირად იცვლება, ამიტომ მას თვალყურის დევნება სჭირდება.
ვენერა
ვენერას დედამიწის დას უწოდებენ, რადგანის ძალიან ჰგავს ჩვენს პლანეტას. დიდი ზომისა და დედამიწისგან მცირე მანძილით დაშორებული ვენერა ადამიანების ფიზიკური და ემოციური მდგომარეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პლანეტადაა მიჩნეული. ის ადამიანებს ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ენერგიით კვებავს. მას სიყვარულის სფეროს მფარველ პლანეტად მიიჩნევენ.
ვენერა ენერგიით ამარაგებს სასწორებს, კირჩხიბებს, ტყუპებს, კუროებს, თხის რქებს, მერწყულებს, თევზებს. ძლიერი ვენერას დროს ეს ნიშნები განსაკუთრებულ „სიმტკიცის მარაგს“ იღებენ, ხოლო დანარჩენები ამ პერიოდებში ამას კარგავენ. ვენერა ასევე, ძალიან ნელა მოძრაობს ღერძის მიმართ ნორმალური მოძრაობის საწინააღმდეგოდ. ესაა ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ის სილამაზეს, ესთეტიკას, სილამაზით ტკბობას განაგებს. ამის გამო პლანეტას მხატვრების, მუსიკოსების მფარველად მიიჩნევენ. ის გვასწავლის კომპრომისებზე წასვლას, დახმარებას და ერთმანეთის გაგებას. ზოგჯერ ის ფინანსებსაც განაგებს, უფრო სწორად, ფინანსების ზოგიერთ ასპექტს. მარსი
მეომართა წითელი პლანეტა, რომელსაც სახელი ომის ღმერთის საპატივცემულოდ ეწოდა. მარსიც ასევე ახლოსაა დედამიწასთან, მაგრამ თითქმის ყველაფერში ვენერას საწინააღმდეგო თვისებები აქვს. ეს პლანეტა აძლევს ძალასა და მხოლოდ წინსვლის სურვილს ზოდიაქოს შემდეგ ნიშნებს: მშვილდოსანი, თხის რქა, თევზები, ლომი, ქალწული, მორიელი, ვერძი. როცა წითელი პლანეტა მძლავრია, ეს საკმაოდ შესამჩნევია, რადგან მაშინვე ჩნდება გარკვეული ჟინი და სწრაფვა, რომ გავხდეთ უკეთესი, ძლიერი.
მარსი ახდენს ადამიანების პროვოცირებას მოძრაობაზე, ანუ მოგზაურობაზე. ეხმარება მათ ენერგეტიკის ამაღლებაში, მათ შორის, სექსუალური თვალსაზრისით. ასტროლოგები გვირჩევენ, რომ ძლიერი მარსის დროს მეტად დავიტვირთოთ ფიზიკურად, ასევე, მაქსიმალურად გულმოდგინედ ვიმუშაოთ. მეორე მხრივ, ეს პლანეტა ადამიანებს ანიჭებს მეტ სიმკაცრესა და სიუხეშეს. ხანდახან ეს სისასტიკეშიც გადაიზრდება ხოლმე. ადამიანები უფრო ხშირად ბილწსიტყვაობენ, ხდებიან შეუპოვარი, ქედუხრელი, ეგოისტი, გამაღიზიანებელი, ნევროზული. ამ პლანეტას ტყუილად არ უწოდებენ ომის მფარველს – ყველაზე მეტი ჩხუბი და დაშორება ხომ სწორედ ძლიერი მარსის პერიოდებში ხდება.
იუპიტერი
იუპიტერი მზის სისტემის ყველაზე დიდი და მძიმე პლანეტაა. თავისი მასისა და სიზანტის გამო მას მიიჩნევენ პლანეტად, რომელიც მოქმედებს ქვეცნობიერზე და ფსიქიკაზე, განწყობაზე, მაგრამ ხანგრძლივ პერსპექტივაში. საქმე ისაა, რომ ის, სხვა პლანეტების მსგავსად, რეტროგრადული ხდება, მაგრამ ძალიან იშვიათად. ერთი ნიშნიდან მეორეში ასევე ნელა გადადის – დაახლოებით ნახევარ წელიწადში ერთხელ. ის ინტუიციის, ინტელექტუალური საქმიანობის მთავარი მფარველია. მას შეუძლია, ადამიანები გახადოს უფრო ხარბი, თავხედი, მატყუარა. ის ცვლის არა ერთ ცალკეულ ადამიანს, არამედ საზოგადოებას მთლიანად, ასევე მის იდეოლოგიას. მას შეუძლია ჩვენი შთაგონებაც და უფრო პასიურ მდგომარეობაში გადაყვანაც, მეტი იდუმალების მოცემა.
სწორედ იუპიტერის დამსახურებაა ამა თუ იმ ხანგრძლივი პერიოდის პოზიტიურობა ან ნეგატიურობა. სწორედ ამ კოსმოსური გიგანტის წყალობით ვხდებით დიდი ხნით ოპტიმისტები ან პესიმისტები. იუპიტერი ძალიან ნელა მოქმედებს და ადამიანებს ცხოვრების ახალ პერიოდთან შეგუების შანსს აძლევს.
სატურნი
კიდევ ერთი, საკმაოდ დიდი წარმომადგენელი პლანეტა მზის სისტემისა. ის გლობალურად მოქმედებს. მისთვის დამახასიათებელია ზემოქმედების ძალის ნელი ზრდა, მაგრამ ის ცვლის თავად ადამიანების აზროვნების ხერხებს. პირველ რიგში, მიმართულების შეცვლის, ან ზოდიაქოს სხვა ნიშანში გადასვლით ის ცვლის საზოგადოების ფასეულობათა მთელ სისტემას. დიახ, საზოგადოების და არა ცალკე აღებული ადამიანების, თუმცა, ცალკეული ადამიანების მიმართაც ის შეიძლება ძალზე კატეგორიული იყოს.
სატურნის განწყობის ცვლის დაწყების პირველივე დღიდან ადამიანები განიცდიან რაღაც ღრმა, უცანურ გრძნობებს, იცვლიან მსოფლშეხედულებებს. ვიღაც ამას აღიქვამს, როგორც ასაკის მომატებას, გაზრდას, ვიღაც – დაბერებას, ვიღაც – რაღაც ნეგატიურს. მეორეც, სატურნი ან თვალებს გვიბინდავს, ან, პირიქით, გვიხელს და საშუალებას გვაძლევს, სამყარო ისეთი დავინახოთ, როგორიც ის სინამდვილეშია. ასევე, ძლიერი სატურნი აძლიერებს ადამიანების დამოუკიდებლობას. მეოთხე მიმართულებაა – მტკიცე აზრების, სტერეოტიპების ჩამოყალიბება. სატურნი ჩვენს ცნობიერებაზე მოქმედებს, მაგრამ ამას საკმაოდ რბილად აკეთებს. ურანი
ურანიც დიდი პლანეტაა, მაგრამ არა ისეთი, როგორც სატურნი ან იუპიტერი. მას ბევრი თვისება აქვს. მაგალითად, ის გვერდზე წევს, ბრუნავს ბურთივით, უნიკალური პლანეტაა და სხვა პლანეტებისგან გამოირჩევა. ის მზისგან უფრო მეტ სითბოს იღებს, ვიდრე გასცემს, რადგან მის შიგნით ცივი ბირთვია.
რადგან ურანი გვერდზე წევს, ის ჩვენს ცხოვრებასაც ატრიალებს. ესაა ამბოხის, რევოლუციების, სწრაფი ცვლილებების პლანეტა. რადგან ის დამოუკიდებელი და თვითკმარია, ასევე ზემოქმედებს ადამიანებზე. როცა ურანი ძლიერია, ადამიანები ხდებიან არასანდარტული, აზროვნებენ შემოქმედებითად. ბევრი უფრო ეშმაკური ხდება, ამასთან – ნერვული. ურანი ამაღლებს ემპათიას, ადამიანებს აძლევს ან ართმევს დამოუკიდებლობას. ის მოითხოვს ინტელექტუალურ განვითარებას და არ ჩუქნის მას. ბევრი ადამიანი უფრო მღელვარე, ემოციური ხდება. ეს პლანეტა ქაოსის, შემთხვევითობების, მოულოდნელი გადატრიალებების წყაროა.
ნეპტუნი
ნეპტუნი ფიზიკური თვისებებით ურანს ჰგავს, მაგრამ სხვა პლანეტების მსგავსად მოძრაობს. ეს პლანეტა ადამიანების ტკბობისკენ სწრაფვას ხელმძღვანელობს. თუ კარგად გრძნობთ თავს, ნეპტუნი შეეცდება, რომ კიდევ უფრო კარგად იგრძნოთ თავი, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის გამო ის ძალზე ნეგატიურად მოქმედებს შრომისუნარიანობაზე. ახდენს ადამიანების პროვოცირებას თამბაქოს, ალკოჰოლის ზედმეტ მოხმარებაზე, ღორმუცელობასა და სიზარმაცეზე. ადამიანების ნეგატიური მხარეები აშკარა და გასაგები ხდება.
მეორე მხრივ, ნეპტუნი გვეხმარება, რომ საქმეები მოვაგვაროთ თანაგრძნობისა და ამაღლებული ემპათიის დახმარებით. ის ცვლის ადამიანების ცხოვრებას, ხდის მას უფრო ფერადოვანს, მაგრამ ფასი, რომელიც ამ პოზიტივისთვის უნდა გადავიხადოთ, საკმაოდ მაღალია. ძლიერი ნეპტუნის პერიოდში პრობლემების გადალახვა გაწონასწორებული გადაწყვეტილებებით არის შესაძლებელი.
წყარო