თეგებით ძიება
13. 02. 2020 News-ები

ახალი დეტალები 3 დღის ჩვილის გაყიდვის საქმეზე - " ექიმმა ფეხმძიმე ქალს ჩვილის გაყიდვა ნაყოფის შენარჩუნების მიზნით ურჩია"

3 დღის ჩვილის გაყიდვის საქმე - ბრალდებული გინეკოლოგის, ბესარიონ ღარიბაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდებულმა ექიმმა ფეხმძიმე ქალს ჩვილის გაყიდვა ნაყოფის შენარჩუნების მიზნით ურჩია.
გიორგი კონდახაშვიოლი ამბობს, რომ ექიმის მოტივი ნაყოფის შენარჩუნება იყო. ბესარიონ ღარიბაშვილი და ასევე სხვა დაკავებულები ბრალდებას აღიარებენ, თუმცა იქვე ახადებენ, რომ მიზანი ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნება იყო.

კიდევ ერთი დაკავებულის უფლებადამცველი ამბობს, რომ ის რომ ბრალდებულებმა ბავშვის გაყიდვის სანაცვლოდ 13 000 დოკლარი აიღეს საქმის მასალებში არსად წერიან.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს ბრალდებას. კერძოდ აღიარებს იმას, რომ მან გადააფიქრებინა მასთან მისულ 7 თვის ორსულს, რომ ნაყოფი მოეშორებინა. ბავშვი დაიბადა, შენარჩუნდა. გადააფიქრებინეს აბორტის გაკეთება, თუმცა შემდგომში რა თქმა უნდა არასრულწლოვანის გაშვილებასთან დაკავშირებით, როცა მოხდა ფინანსური დაინტერესება გარიგება, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. რომელსაც ყველა ბრალდებული აღიარებს"- აცხადებს ღარიბაშვილის ადვოკატი.

კიდევ ერთი დაკავებულის ნაირა გრიგოლიას ადვოკატის, ლევან ჯავახაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მუოფი იყო დამაკავშირებელი რგოლი უგრეხელიძესა და გეწაძეს შორის.

"ეს იქ ქალბატონები არიან, რომლებიც იმხილებიან ბავშვის გაყიდვის ორგანიზებაში. ბრალდების დადგენილებაში თანხაზე საუბარი არ არის. არ კონკრეტდება რა თანხაზეა საუბარი. ვიდეო-აუდიო ჩანაწერებშიც არ ჩანს რა თანხაზეა საუბარი და რა ინტერესი ჰქონდა ბავშვის დედას, გინეკოლოგს ან შიამავალს, თუმცა ფინანსური ინტერესი რომ იყო ეს სახეზეა"- აცხადებს ადვოკატი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არასრულწლოვანით ვაჭრობის - ტრეფიკინგის ფაქტზე, შვიდი პირი დააკავეს.

დაკავებულთა შორისაა თავად ბავშვის დედა და სამედიცინო დაწესებულების ორი ექიმი. დაკავებულთაგან, ერთ - ერთი გასულ წლებში, ამავე სახის დანაშაულზეა ნასამართლევი.

სასამართლომ 7-ვე დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა