თეგებით ძიება

დედამთილების დახასიათება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

თუ გარკვეული თავისებურებებიც გეცოდინებათ, რაც დედამთილების ქცევას და ბუნებას ახასიათებს, შეძლებთ თავიდან აიცილოთ ბევრი უსიამოვნება და გაურკვევლობა, ხოლო თქვენი ურთიერთობა მისაღებ ფორმატში ჩაჯდეს.

ნახეთ, დედამთილის დახასიათება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით:

დედამთილი-ვერძი:

მისი მოახლოვებისას თავს იგრძნობთ როგორც ჯარისკაცი გენერლის მოსვლისას. ის ქარიშხალივით გაჩნდება თქვენს სახლში და შეეცდება კონტროლის ქვეშ აიყვანოს ოჯახური სიტუაცია. ფრთხილად იყავით, რადგან მისი ინტერესი თქვენი პირადი ცხოვრებისადმი იმაზე დიდი იქნება, ვიდრე წარმოგდიგენიათ. მისი მხრიდან შეტევის ერთ-ერთი მიზანი იქნება გამოვალინოს თქვენი კულინარიული შესაძლებლობები, რადგან ჩათვლის, რომ რასაც აკეთებთ, მისი ვაჟისთვის საკმარისი ან სასარგებლო არ არის. ის იმპულსურია და თანამონაწილეობა არ აკმაყოფილებს, მას სურს იყოს მთავარი - მათ შორის ყველა საკითხში. ამიტომ, თუ გსურთ შეაჩეროთ ძლიერი ქარიშხალი, სახელად «დედამთილი», მისთვის წინააღმდეობის გაწევა თავიდანვე უნდა მოახერხოთ.

დედამთილი-კურო:

გარკვეული დროის მანძილზე ის იამაყებს თავისი «საყვარელი» რძლით, მაგრამ როცა ყველაზე ნაკლებად ელით, სწორედ მაშინ შეგახსენებთ რომელიმე დანაპირებს, რაც იმას გულისხმობს, რომ პირობა არ შეასრულეთ, რაც მას არ მოეწონა. ბუნებით ის მატერიალისტია და შესაძლოა თქვენთვის სასარგებლო ფინანსური მრჩეველი გახდეს. ის მანიაკალურად მოითხოვს თქვენგან, რომ სახლი მუდმივად სუფთა და მოწესრიგებული გქონდეთ. მანამ, სანამ რამეს აჩუქებთ, იფიქრეთ იმაზე, რომ პირველ რიგში ის არა სილამაზეს, არამედ ნივთის სარგებლიანობას შეაფასებს. გამოიჩინეთ სიფრთხილე მისთვის ბავშვების ხანგრძლივი დროით დატოვებისას, რადგან მას უყვარს შვილიშვილების გათამამება.

დედამთილი-ტყუპები:

თუ თქვენ შეძლებთ მასზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენას, ეს ლატარეაში მოგების ტოლფასი იქნება. ის ადამიანების იმ ტიპს მიეკუთვნება, ვისი გაგებაც ძალიან რთულია, რადგან ამბობს ერთს, ფიქრობს მეორეს და აკეთებს მესამეს. თუმცა, ის იდეალურად შეეფერება ძიძის როლს, რადგან უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. მისი მოთხოვნილება, ჩაერიოს ვაჟის პირად ცხოვრებაში, გამყარებულია მის მომავალზე ზრუნვის არგუმენტებით. კარგი ისაა, რომ ყოველდღიურ ურთიერთობაში უფრო მეტად თქვენს მხარეს იქნება და ეს არა იმიტომ, რომ ძალიან უყვარხართ, არამედ იმიტომ, რომ სამართლიანობის გრძნობა აქვს, ან უბრალოდ იმ მომენტში იქნება ასეთ ხასიათზე.

დედამთილი-კიბო:

დავიწყოთ იმით, რომ ის მართლაც კიბოსავით იქცევა. ყველაფერს აუჩქარებლად აკეთებს, იკეტება თავის ნაჭუჭში და ნებისმიერ წვრილმანზე ნიანგის ცრემლებით ტირილს იწყებს. მისი ხასიათის მუდმივი ცვლილება მას ცუდი კუთხით წარმოაჩენს, მაგრამ მთლად ასე არა რის - კიბოს არ უყვარს ადამანებისთვის ზიანის მიყენება და წყენინება. არასოდეს იფირქოთ მისი მოტყუება, რადგან განსაკუთრებული ინტუიცია აქვს და მიხვდება. რაც შეეხება მის უნარებს სამზარეულოში, მათი შეფასებისას გამოიყენეთ ისეთი ეპითეტები, როგორიცაა იდეალური, გასაოცარი, გემრიელი. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი ხნით მოხვდებით მის შავ სიაში. დედამთილი კიბო ზედმეტად მგრძნობიარეა, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ყველაფერი, რასაც ის აკეთებს არის საკუთარ შვილებთან და ოჯახთან ახლოს ყოფნისთვის.

დედამთილი-ლომი:

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული დედამთილი „ჯეკპოტი“ ნამდვილად არ არის. პირველ რიგში, ის თქვენში კონკურეტნს დაინახავს, ასე რომ, ნუ გექნებათ მისგან შექების მიღების იმედი. მასთან ურთიერთობის დამყარებისას, მნიშვნელოვანია თავიდავე დაანახოთ კბილები და ბრჭყალები, რადგან ლომი, ზოდიაქოს ნიშნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანია და არსებობს ალბათობა, რომ გონებრივ გამოცდებს ხშირად მოგიწყობთ. ის შეეცდება გააკონტროლოს არამარტო თქვენი ოჯახური სიტუაცია, არამედ თავად თქვენც, მას უბრალოდ სხვაგვარად არ შეუძლია. მისი ყველაზე დიდი პოზიტიური მხარე მდგომარეობს იმაში, რომ შესანიშნავი პედაგოგია, და მიუხედავად დიდი სიყვარულისა, რომელსაც შვილიშვილების მიმართ გრძნობს, არასოდეს გაათამამებს მათ და სწორად აღზრდის.

დედამთილი-ქალწული:

ის გაცილებით რბილი და გამჭრიახია, ვიდრე ზოდიაქოს სხვა ნიშნის მატარებელი დედამთილები. მისი გულისკენ მიმავალი გზა გადის სისუფთავეზე. თუ ამ მხრივ პრობლემები გაქვთ, კრიტიკას და მკაცრ ზედამხედველობას ვერ ასცდებით. ბუნებით კეთილი ადამიანია და კარგს იზამთ, თუ რჩევების მიღების მიზნით ხშირად მიმართავთ - ეს თქვენს ურთიერთობებს მხოლოდ პოზიტივს შემატებს.

დედამთილი-სასწორი:

ის თქვენი მარჯვენა ხელი გახდება, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში მხარდაჭერას და დახმარებას გაგიწევთ. თუმცა, ზედმეტად რთულ და დაძაბულ სიტუაციებში, ის სწრაფად გაგეცლებათ, რადგან არასოდეს შესწევს ძალა მსგავს ვითარებაში კონცენტრირდეს და მობილიზდეს. ასევე ვერ გაუძლებს შეუსრულებელი საქმის გამო შენიშვნის მიცემას. სასწორი დედამთილი მუდმივად კარგ ხასიათზე იქნება და შვილიშვილებსაც ყოველთვის გაანებივრებს საჩუქრებით.

დედამთილი-მორიელი:

ამ შემთხვევაში, ყველაფერი დამოკიდებული იქნება თქვენს იღბლიანობაზე. დედამთილი-მორიელი შეიძლება იყოს სრული ტირანი და ალქაჯი, რომელიც სულის მოთქმის საშუალებას არ მოგცემთ, ან პირიქით, მიგიღოთ და მუდმივად მოახდინოს თქვენდამი სიყვარულის და პატივისცემის დემონსტრირება. ნეიტრალურ დამოკიდებულებას მისგან არ უნდა ელოდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა მასთან თქვენი პოზიცია ღიად, პირდაპირ და თამამად დააფიქსიროთ, რითაც მის პატივისცემას დაიმსახურებთ.

დედამთილი-მშვილდოსანი:

ერთის მხრივ, მოემზადეთ უდედამთილოდ ცხოვრებისთვის - ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ქორწინების შემდეგ, ის ყველა მოვალეობას, რაც მისი ვაჟისადმი ჰქონდა, უკლებლივ გადმოგაბარებთ. მის გვერდით ცხოვრება საკმაოდ კომფორტული და მშვიდი იქნება. ოკულტიზმისადმი მისი დიდი ინტერესის გამო, თქვენ თავისუფლად შეძლებთ დასხდეთ და ერთად მოწიოთ სიგარეტი, მიირთვათ ყავა და ისაუბროთ ასტროლოგიაზე, გაშალოთ ბანქო და იმკითხაოთ.

დედამთილი-თხის რქა:

ის თქვენი ოჯახის მხოლოდ ფინანსურ მხარეში ჩაერევა, რადგან მხოლოდ ეს საკითხი აინტერესებს ყველაზე მეტად. ასევე შიგადაშიგ გაგანებივრებთ თავისი ნამცხვრებით. შვილების დიდი ხნით მასთან დატოვება არ ღირს, რადგან ძალიან გაათამამებს. თუ ფინანსური მხარდაჭერა დაგჭირდებათ, ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ ამის იმედი გქონდეთ და სასარგებლო რჩევებსაც ხშირად მოგცემთ.

დედამთილი-მერწყული:

ამ ნიშნის მატარებელი დედამთილის ერთადერთი მიზანია საყოველთაო კეთილდღეობა და ზედმეტად არასოდეს შეგეხებათ. მისი ინტერესია მონაწილეობა მიიღოს საქველმოქმედო საქმიანობაში და ფაქტიურად ამ იდეით არის შეპყრობილი. თუ ეს სფერო თქვენთვის საინტერესო არ არის, დედამთილისგან პატივისცემა და კარგი დამოკიდებულება რთული მოსაპოვებელი იქნება. დახმარების თხოვნისას უარს არასოდეს გეტყვით. შვილიშვილებს კი ყოველთვის იმას ასწავლის, როგორ იყვნენ დამოუკიდებლები და იქონიონ თავისი მოსაზრება.

დედამთილი-თევზები:

მოემზადეთ იმისათვის, რომ ის თქვენი სახლიდან ფაქტიურად არსად წავა. თუმცა, ამას ბოროტი განზრახვით არ იზამს. მას მხოლოდ დახმარება სურს და უნდა, რომ თავი სასარგებლო ადამიანად იგრძნოს. დედამთლ-თევზებთან ურთიერთობის ასაწყობად გაითვალისწინეთ, რომ საჭიროა მასთან გარკვეულწილად დისტანცირება და ამათანავე ხშირად უთხარით რამდენად მნიშვნელოვანი და ძვირფასი ადამიანია თქვენთვის. ეს მანიპულაცია ასევე დაგეხმარებათ მისი ენერგია შვილიშვილების აღზრდიკენ მიმართოთ, რაშიც ის ნამდვილად დაგეხმარებათ და მათ მიმართ მთელ თავის სითბოს და სიყვარულს გამოავლენს.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა