თეგებით ძიება
13. 02. 2020 News-ები

მასტურბაცია ადამიანის იმუნურ სისტემას აძლიერებს - ექსპერტების ახალი დასკვნა

ჰორმონოთერაპიის სპეციალისტი, დოქტორი ჯენიფერ ლანდა აცხადებს, რომ მასტურბაციას შეუძლია შექმნას სწორი ტიპის გარემო იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.

Essen-ის საუნივერსიტეტო კლინიკაში გერმანიაში, სამედიცინო ფსიქოლოგიის განყოფილების მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა, დაადასტურა მასტურბაციის დადებითი გავლენა იმუნურ სისტემაზე.

როგორც ცნობილია, იმუნური სისტემა ადამიანს იცავს ისეთი საფრთხეებისგან, როგორიცაა ბაქტერიები და ინფექციები.

მასტურბაციის გზით ორგაზმის მიღწევა კი უზრუნველყოფს ისეთი ჰორმონების მომატებას, როგორიცაა მაგალითად, დოფამინი, სეროტონინი და ოქსიტოცინი, ამასთან შეუძლია ხელახლა დააბალანსოს კორტიკოლის (სტრესის გამომწვევი ჰორმონი) დონე. ეს კი ჩვენს იმუნურ სისტემას უფრო მაღალ დონეზე ფუნქციონირებაში ეხმარება.

გარდა ამისა, ჰორმონების მსგავსი დატვირთვა ხელს უწყობს უფრო მშვიდი ძილის შენარჩუნებას, ასევე ამცირებს სტრესის დონეს.

სპეციალისტების თქმით, მასტურბაციამ შეიძლება შეამსუბუქოს, ან საერთოდ თავიდან აგიცილოთ ტკივილი.

„ზოგადად ორგაზმს, მათ შორის მასტურბაციის გზით შეუძლია ტკივილის თავიდან აცილება, ან შემცირება, რაც აძლიერებს იმუნურ სისტემას, ასევე ხელს უშლის გრიპის სიმპტომებს“, - ამბობენ სპეციალისტები.

ნევროლოგი შტეფან ევერსის აზრით, დაახლოებით სამიდან ერთ პაციენტში დასტურდება შაკიკის შეტევებისგან გათავისუფლება სექსუალური აქტივობის, მათ შორის მასტურბაციის შემდეგ.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა