თეგებით ძიება
13. 02. 2020 News-ები

კრემლის გაფრთხილება საქართველოს მთავრობას- ვალდებული ხართ, დაიცვათ რუსეთის დელეგაციის უსაფრთხოება

ოფიციალური მოსკოვი საქართველოსგან ითხოვს, შეასრულოს ვალდებულება, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ და დაიცვას იმ დელეგაციების უსაფრთხოება, რომლებიც 14-15 მაისს თბილისში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე უნდა ჩამოვიდნენ- მათ შორისაა რუსეთის დელეგაციაც, რომელსაც როგორც წესი, სერგეი ლავროვი თავმჯდომარეობს.

რია ნოვოსტისთან საუბარში საგარეო უწყების წარმომადგენელი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან მოეწყოს პროვოკაციები. საგარეო სამინისტროს მაღალჩინოსნის განცხადებით, თბილისმა თავად უნდა გაარკვიოს როგორ გამოიყენებს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ არსებულ კანონს, თუმცა რუსი დიპლომატის განცხადებით, საქართველოს აქვს ვალდებულება, რომ სტუმარი ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების უსაფრთხოება უზრუნველყოს.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა