თეგებით ძიება
13. 02. 2020 News-ები

" საქართველოს მთავრობამ ხელი აიღო დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაზე"-ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფი

გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფი, განახლებული ევროპა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემას დემოკრატიული ოპოზიციის გასაჩუმებლად იყენებს და მთავარობის ბოლოდროინდელი ნაბიჯები არღვევს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.

„ვგმობთ გიგი უგულავას მიმართ გამოტანილ განაჩენს, რაც ძალიან შემაშფოთებელი ნიშანია იმისა, რომ მთავრობამ ხელი აიღო დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაზე, რადგან სასამართლო არ შეიძლება იყოს გამოყენებული პოლიტიკური ოპონენტების დასადუმებლად“- ნათქვამია ევროპელ პოლიტიკოსთა მიერ გამოქვეყნებულ საერთო განცხადებაში.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა