თეგებით ძიება
13. 02. 2020 News-ები

საერთაშორისო ასპარეზზე მთლიანად ჩამოიშალნენ, საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ და ოპონენტების დაკავებით ცდილობენ ფონს გავიდნენ - გიორგი ვაშაძე

„გაერთიანებული ოპოზიციის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ნიკა მელიას სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ ნიკა მელია ღირსეულად იბრძვის ყველა სხვა პოლიტიკურ ლიდერთან ერთად. როგორც ვაშაძე აღნიშნავს, ხელისუფლებას ეშინია, რადგან არც საეთაშორისო და არც საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს, სწორედ ამიტომ ოპონეტების დაჭერით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას.

„საარჩევნო სისტემით ხელისუფლებას ვერ ინარჩუნებენ, საერთაშორისო ასპარეზზე მთლიანად ჩამოიშალნენ, საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ და ახლა ფიქრობენ, რომ უბრალოდ ოპონენტებს ჩასვამენ ციხეში და ამით გავლენ ფონს. ეს საქართველოა, თავისუფლების მოყვარე ერია, ეს არ არის თურქმენეთი „ქართულ ოცნებას და რაც მთავარია ივანიშვილს“ მისამართი შეეშალა. ყველაფერი შეიძლება გააკეთოს ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ იმიტომ, რომ ისინი არიან გავეშებულები, მარცხისგან შეშინებულები. ყველას შეიძლება რაღაც მოგვიძებნოს, მაგრამ ეს არ გაუვათ, ჩვენ ძლიერები და ერთიანები ვართ. ნიკა მელია ღირსეულად იბრძვის ყველა სხვა პოლიტკურ ლიდერთან ერთად და ამით ვერ შეგვაშინებენ.“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ. პროკურატურა ნიკა მელიას „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე ედავება და 7 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს. პროცესი 10 მარტს არის ჩანიშული.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა