თეგებით ძიება
13. 02. 2020 News-ები

"ვერ ავყვებით კანდელაკის და მისი კოლეგების იაფფასიან გამოსვლებს"- საგარეო უწყება საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების მიმართვის გამოქვენებას არ აპირებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ აპირებს გაავრცელოს საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი მიმართვა.
როგორც "ნიუპოსტს" ზალკალიანის უწყებაში განუცხადეს, წერილის გამოქვეყნება გერმანული და ფრანგული მხარის პრეროგატივაა.
"ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება, თუ გამოაქვეყნებენ, რადგან წერილი საკმაოდ დაბალანსებული, მხარდამჭერი და კონსტრუქციულია.

ჩვენ არ ვაპირებთ უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენოთ ჩვენი გერმანელი და ფრანგი პარტნიორები. დიპლომატიური სამსახური ვერ აყვება გიორგი კანდელაკის და მისი კოლეგების იაფფასიან გამოსვლებს"- აცხადებსნ უწყებაში.
ევროპული საქართველოს დეპუტატმა, გიორგი კანდელაკმა, მთავრობას მოუწოდა გამოაქვეყნოს მიმართვა, რომელიც ხეკლისუფლებას საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოუგზავნეს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა