თეგებით ძიება
13. 02. 2020 News-ები

"კარგია ხალხის ფულით პარიზული არდადეგები, აქაც მოგართმევდით კრუასანებს"- მოძრაობა \'\'ალტერნატივა\'\' ბათუმის მერიასთან

დღეს ბათუმის მერიასთან, მოძრაობა ‘’ალტერნატივას’’ წევრები ბანერებით მივიდნენ. მათ ლაშა კომახიძეს, თეფშით კრუსანიც მიუტანეს, ამ ფორმით აქტივისტებმა მერის და აჭარის დელეგაციის საფრანგეთში ვიზიტი გააპრტესტეს.

"კარგია ხალხის ფულით პარიზული არდადეგები", "აქაც მოგართმევდით კრუასანებს"- აქციის მოანწილეები.

აქციის მონაწილეების თქმით, ბათუმის მერი დაქალებთან ერთად პარიზში კრუასანების საჭმელად წავიდა.

"ბათუმის მერი იმყოფება პარიზში თავის 40 დაქალთან ერთად, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, თითქოსდა იქ განვითარებული მოვლენების გამო, რაღაც ღონისძიებაზე წავიდნენ, რეალურად კი ისინი კრუასანების საჭმელად გაემგზავრნენ. ჩვენ სიმბოლურად მას აქ მოვუტანეთ კრუასანები, შეეძლოთ არ წასულიყვნენ, აქაც მივართმევდით, მიეხედათ ქალაქისთვის, 10 სანტიმეტრი თოვლი მოვიდა ქალაქში და ხედავთ რომ გზები კვლავ გაუწმენდავია. მოვუტანეთ კრუასანები მერს მიჩვეული იქნება"- განაცხადა ალტერნატივას ერთ-ერთმა წევრმა.

ბათუმის მერი და დეპუტატები, პარიზში ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენაზე იმყოფებიან. ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა, პარიზში არტ კაპიტალის ექსპოზიციის ფარგლებში, 16 თებერვლამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ კულტურულ ღონისძიებაში 650 ადგილობრივი და საერთაშორისო ხელოვანი მონაწილეობს. ქართველ ხელოვანთა დელეგაცია ამ ღონისძიებაზე წელს პირველადაა წარმოდგენილი. სამინისტროს ცნობით, მათი მონაწილეობა უმაღლესი დონის ღონისძიებაში ქვეყნის კულტურული ინტეგრაციის მნიშვნელოვანი განაცხადია.

გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად, თუ სხვა ღონისძიებაზე დასასწრებად პარიზში აჭარიდან დეპუტატები, ბათუმის მერი, მინისტრი, მისი მოადგილე, პოეტები და მხატვრები ბიუჯეტის ხარჯზე გაემგზავრნენ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა