თეგებით ძიება
13. 02. 2020 News-ები

"საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ზოგიერთი ცვლილება არ გამოდგა კონსტრუქციული, იმედგაცრუებული ვარ" - ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე მარინა კალიუ

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ზოგიერთი ცვლილება არ გამოდგა კონსტრუქციული. რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ - ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ მარინა კალიურანდიმ განაცხადა.
„იმედგაცრუებული ვარ. ჯერ-ჯერობით ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის შემდგარი ყველა შეხვედრა დასრულდა განსაზღვრული შეთანხმებების, დეკლარაციების მიღებით. ეს კეთილი ნების გამოხატულებაა. ჩემთვის, როგორც თავმჯდომარისათვის, უმთავრესია ის, რომ დეკლარაცია იყოს დაბალანსებული. უნდა იყოს თანაბრად კრიტიკულიც და გონივრულიც. მაგრამ, სამწუხაროდ, ორივე მხარის - ევროპარლამენტის და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ზოგიერთი ცვლილება არ გამოდგა კონსტრუქციული. შესაბამისად, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ არ გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროპარლამენტი არ დაუჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიულ გაძლიერებას და ევროპასთან მჭიდრო ინტეგრაციას. სანამ მე პარლამენტში ვარ და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტს ვხელმძღვანელობ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მოვითხოვ საქართველოს დემოკრატიული რეფორმებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერას“, - განაცხადა მარინა კალიურანდიმ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა