თეგებით ძიება
14. 02. 2020 News-ები

"გაგიჟებული ვარ, რატომ უნდა შემეძლოს დილას გაღვიძება, თუკი ჩემს პატარა გოგონას ეს არ შეუძლია" - კობის მეუღლის უმძიმესი მიმართვა

„გთხოვთ, არ შეწყვიტოთ მათთვის ლოცვა“
ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის მეუღლემ ვანესა ბრაიანტმა კიდევ ერთი ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

37 წლის ვანესამ ინსტაგრამზე ვიდეო განათავსა, რომელშიც კობის და ჯიჯის კადრებია.

„ჩემს ტვინს უჭირს იმის მიღება, რომ კობი და ჯიჯი აღარ არიან. ერთი მხრივ ვცდილობ, კობის გარდაცვალება დავიჯერო და მეორე მხრივ, ჩემი სხეული უარყოფს იმის მიღებას, რომ ჩემი ჯიჯი ჩემთან აღარასოდეს მოვა. არასწორია ეს ყველაფერი. რატომ უნდა შემეძლოს დილას გაღვიძება, თუკი ჩემს პატარა გოგონას ეს არ შეუძლია? გაგიჟებული ვარ. მას ხომ მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა. ვიცი, რომ ნორმალურია ის, რასაც ვგრძნობ. როგორ მინდა, რომ ჩემთან ერთად იყვნენ და ეს კოშმარი აღმოჩნდეს. ვლოცულობ ყველა ადამიანისთვის.ვინც იმ ტრაგიკულ დღეს დაიღუპა. გთხოვთ, თქვენც არ შეწყვიტოთ ლოცვა!" - წერს ვანესა.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა