თეგებით ძიება
14. 02. 2020 News-ები

მკვლელი ვირუსი - კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1486-ს მიაღწია

„სი-ენ-ენი“-ს ინფორმაციით, მსოფლიოში, ახალი კორონავირუსით, 1486 ადამიანია დაღუპული. 1486 გარდაცვლილიდან ორი ჩინეთის ფარგლებს გარეთ, დანარჩენი კი - ჩინეთშია დადასტურებული.

ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ხელისუფლების ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებული 36 719 პაციენტიდან 1 685-ის მდგომარეობა კრიტიკულია. გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კი, საერთო ჯამში, 4131-ს აღწევს. რაც შეეხება დაინფიცირებულ ადამიანებს, მათი რიცხვი 65 000-ს აჭარბებს.

ჰუბეის პროვინციის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ მონაცემებს ოფიციალური პეკინი არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა 1 380 დაინფიცირებულთა კი - 63851-ია.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა