თეგებით ძიება
14. 02. 2020 News-ები

როგორი მამაკაცი შეგეფერებათ?

აირჩიეთ ერთ-ერთი ძაღლი, რომელიც ყველაზე მეტად გხიბლავთ და მიიღეთ პასუხი ამ საბედისწრო კითხვაზე...

№1 - კეთილშობილი რეტრივერი

თუ ეს ოქროსფერი ლამაზი ბიჭი აირჩიეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გჭირდებათ მამაკაცი, რომელიც მუდამ მშვიდია, დიდსულოვანია, დახვეწილია და თავისი გარეგნობით შთაბეჭდილებას ახდენს საზოგადოებაზე.

თქვენთვის მნიშვნელოვანია, რამდენად მოვლილია მამაკაცი. თუ ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია, მაშინ გარგენობაში მცირე ხარვეზებს ყურადღებას არ აქცევთ.
ტესტი აჩვენებს, რომ თქვენ ესწრაფით სტაბილურ ურთიერთობას და ამიტომ გჭირდებათ საიმედო პარტნიორი, რომელსაც თვალდახუჭული დაეყრდნობით.


№2 - საყვარელი ტერიერი

თუ თქვენ ეს საყვარელი პატარა ძაღი აირჩიეთ, ესე იგი, თქვენ საბედისწერო ქალი ხართ. ისეთი, როგორიც კაცის ცხოვრებაში ერთხელ თუ გამოჩნდება.
კარგად იცით საკუთარი თავის ფასი; ხართ ქარიზმატული თავისუფალი და ზოგჯერ - ძალიან ჯიუტი.
თქვენ ეძებთ მამაკაცს, რომელიც თქვენზე ძლიერი იქნება და თქვენზე პასუხისმგებლობას თამამად იკისრებს.

თუმცა, ალბათ თავადაც ხვდებით, რომ ორი ასეთი ძლიერი ადამიანი ვერ შექმნის მყარ კავშირს. ამიტომ, ან სუსტი მამაკაცი უნდა შეარჩიოთ, რომელზეც იბატონებთ, ან ძლიერი მამაკაცი, რომელსაც თავად დაემორჩილებით.


№3 - გულისხმიერი ძაღლი

ეს არჩევანი იმაზე მტყველებს, რომ თქვენ გჭირდებათ დამცველი, მფარველი და კლდესავით საიმედო მამაკაცი. ისეთი, რომელიც ნებისმიერ პრობლემას აგარიდებთ, თქვენ კი მის ზურგს უკან კომფორტულად მოკალათდებით და შიგადაშიგ „ტყვიებს მიაწვდით“.

თქვენთვის უმნიშვნელოვანესია ნდობის ხარისხი. მამაკაცს, რომელიც გვერდით გეყოლებათ, ბოლომდე მიენდობით, სრულად ჩააბარებთ საკუთარ თავს და მის გარეშე უკვე სუსტიც კი იქნებით, თუმცა, ეს სულაც არ გაშინებთ. ერთადერთი, რასაც მამაკაცს არ აპატიებთ - ღალატია. თქვენთვის ოჯახი - ყველაფერზე წინ დგას.


№4 - ღირსეული ნაგაზი

თუ თქვენ ეს დიდებული ძაღლი შეარჩიეთ, ესე იგი, თქვენ იცით, რას ნიშნავს სიყვარული, ურთიერთობა, თავდადება და ერთგულება. ეს ყველაფერი თქვენთვის ცარიელი სიტყვები არ არის.

მაგრამ თქვენ მარტივი ქალი არ ხართ. თქვენ - დედოფალი ხართ, გონიერი, გამოცდილი, ყოველთვის მომხიბვლელი და მოვლილი. თქვენ ერთნაირად შეგიძლიათ როგორც ფულის შოვნა, ასევე ოჯახის გაძღოლა. ამიტომ თქვენი მამაკაციც ასეთივე ღირსეული უნდა იყოს. ის უნდა იყოს მეფე, რომელიც ყოველთვის მხარში დაგიდგებათ, საიმედო ძალა და საყრდენი იქნება და მუდამ იზრუნებს თქვენზე.


წყარო: funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა