თეგებით ძიება
14. 02. 2020 News-ები

ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს ერთი მოქალაქე ინფექციურიდან გაწერეს, მეორე პაციენტის აკვირდებიან

ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ შეყვანილი ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს ორი მოქალაქედან ერთ-ერთი უკვე გაწერეს. 26 წლის ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი არ დაუდგინდა.

რაც შეეხება მეორე პაციენტს, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მისი გამოკვლევის პასუხი დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი.

"მეორე პაციენტი იანჭოდან არის ჩამოსული, 19 წლის მამაკაცია. ეს პაციენტიც იქ გახდა ცუდად და იქვე ჩაუტარდა ტესტირება კორონავირუსთან დაკავშირებით და იქვე, პირველ ჯერზე იყო უარყოფითი პასუხი. აქ ჩამოვიდა 9 თებერვალს და აეროპორტში ერთჯერადად დაუფიქსირდა ცხელება, სხვა არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა და გაიშვა ბინაზე დაკვირვების ქვეშ. მეორე დღიდან, რამდენიმე დღის განმავლობაში 37,3 ჰქონდა ტემპერატურა და ამის გამო, გუშინ მოთავსდა ჩვენს ცენტრში. წინასწარი კვლევებით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გამოვლინდა. დღეს დილას ავიღეთ მასთანაც ტესტი ახალ კორონავირუსზე და დღის მეორე ნახევრისთვის პასუხი გვეცოდინება. ამ შემთხვევაშიც ვიმედოვნებთ, რომ პასუხი ნეგატიური იქნება,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა