თეგებით ძიება
14. 02. 2020 News-ები

მწარმოებლები გაზიანი სასმელების მავნებლობის შემცირებას გვპირდებიან

2024 წლისთვის გაზიან სასმელებში, შაქრის რაოდენობა 10%-ით უნდა შემცირდეს. ასეთია კომპანიების Coca-Cola, Pepsi-Cola, და სხვათა პირობა. მედიკოსები კონსტატირებენ, რომ მსოფლიოში ძალიან ბევრ შაქარს მოიხმარენ, რომლის უმეტესი ნაწილი სასმელებზე მოდის. ბევრ ქვეყანაში უკვე საკანონმდებლო ღონისძიებებითაა შაქრის მოხმარება შეზღუდული.

მაგალითისათვის ბრიტანეთსა და ირლანდიაში მოქმედებს შაქარზე გადასახადი, რომელიც ვრცელდება იმ სასმელებზეც, რომელთა შემადგენლობაში 100 მლ-ში 5 გრ-ზე (1 ჩაის კოვზი) მეტი შაქარია. 1 ჩვეულებრივი ქილა გაზიანი სასმელი შეიცავს 10 კოვზს, რაც დღიურ ლიმიტს აღემატება.

უახლოეს მომავალში შეიცვლება სასმელების რეცეპტურა, რათა შენარჩუნდეს პროდუქციის ფასის პოლიტიკა.

ექსპერტები საუბრობენ იმის შესახებ, რომ სასმელებში შაქრის წილის შემცირება მხოლოდ პირველი ნაბიჯია. შაქარს შეიცავს თითქმის ყველა დამუშავებული პროდუქტი: კეტჩუპი, ძეხვი, იოგურტი და ა.შ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა