თეგებით ძიება
14. 02. 2020 News-ები

სასამართლომ, ე.წ 20 ივნისის საქმეზე დაკავებული პირები, კვლავ პატიმრობაში დატოვა

20 ივნისის ე.წ ‘’გავრილოვის ღამის’’ საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი, ცოტნე სოსელია და ზურაბ ბუდაღაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

დღეს, სასამართლო სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა და ძალაში დარჩა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბრალდებულ ბესიკ თამლიანის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. სასამართლო პროცესზე ასევე სამართალდამცავები დაიკითხნენ.

სასამართლო პროცესზე ჩვენება იმ პოლიციელებმა მისცეს, რომლებმაც კახაბერ კუპრეიშვილისა და ზურაბ ბუდაღაშვილის დაკავება განახორციელეს. აღნიშნულმა მოწმეებმა მათ მიერ განხორციელებულ მოქმედებებზე ისაუბრეს.

პროცესს არ დასწრებია ცოტნე სოსელია. მან სასამართლოსთვის გაგზავნილ განცხადებაში მიუთითა, რომ პროცესზე დასწრება არ სურდა და მის ინტერესებს ადვოკატი დაიცავდა.

დღევანდელ სხდომაზე ასევე წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე ზურაბ ბუდაღაშვილი, ბესიკ თამლიანი, ცოტნე სოსელიას და კახაბერ კუპრეიშვილი არიან დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

შეგახსენებთ, რომ დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა