თეგებით ძიება
14. 02. 2020 News-ები

"მაინტერესებს ივანიშვილის გავლენა რა დოზითაა შემოსული" - საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ნიკა მელიას სარჩელს განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ნიკა მელიას სარჩელს განიხილავს. პროცეს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელიაც ესწრება.
ნიკა მელია საკონსტიტუციო სასამართლოს იმ დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობას სთხოვს, რის გამოც მას დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერდა.

"სანამ გასაჩივრების შესაძლებლობა არ არის, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესულად არ ითვლება. მიუხედავად ამისა, ქართული ოცნების დეპუტატებმა მიიღეს ეს უკანონო გადაწყვეტილება. მე რომ ეს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში მოვიგო, არ არსებობს ინსტრუმენტი, რომ მე დააბრუნებს პარლემენტში. შეიძლება, დაუშვათ, მურუსიძემ თქვას, რომ დიახ, თქვენ ჯარიმის ნაწილშიც ხართ გამართლებული, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს გარეშე მე პარლამენტში ვერ ვბრუნდები.

მინდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ არანაირი სურვილი არ მაქვს პარლემნტში დაბრუნების. არ მინდა იმ ადამიანების კოლეგა ვიყო, რომლებისთვისაც პროზაულია უკანონო გადაწყვეტილების მიღება. მანტერესებს რა დიზით არის საკონსტიტუციოში შემოსული ივანიშვილის გავლენა"- აცხადებს მელია.

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას უშვებს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის არსებობისას, ანუ როცა მას სასამართლოს ყველა ინსტანცია ცნობს დამნაშავედ. საქართველოს პარლამენტმა მას კი უფლებამოსილება შეუწყვიტა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე და დაარღვია კონსტიტუციის მოთხოვნა.

ამასთან, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე მისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტით დაუსაბუთებლად იქნა გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან და დაერღვა სახელმწიფო თანამდებობის დაკავების კონსტიტუციური უფლება.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა