თეგებით ძიება
14. 02. 2020 News-ები

"ძალიან კარგი წერრილი მივიღეთ"- მინისტრი გერმანია-საფრანგეთის წერილზე, რომელსაც არ ასაჯაროებს

გერმანელი და ფრანგი კოლეგებისგან წერილის მიღებას ადასტურებს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თუმცა მის გამოქვეყნებაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიუნჰენში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ზალკალიანის განმარტებით, ერთობლივი წერილი არის პოზიტიური და საქართველოს მხარდამჭერ შინაარსს ატარებს.

„მივიღე ძალიან კარგი წერილი, რომელიც ეკუთვნის ჩვენს მეგობრებს, საფრანგეთს და გერმანიას. ერთობლივი, მხარდამჭერი წერილია. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით საფრანგეთის და გერმანიის მხრიდან საქართველოს ასეთ მხარდაჭერას. რაც შეეხება მის გასაჯაროებას, აქაც ოპონენტები ცდილობენ, რომ არაფრისგან შექმნან დიდი ამბავი. გწერს და იმან უნდა გამოაქვეყნოს. მე არანაირი პრობლემა არ მაქვს ამ წერილის გამოქვეყნების. თუ უნდათ, თვითონ გამოაქვეყნონ“, - განაცხადა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლება პარტნიორი სახელმწიფოებისგან მიღებულ კრიტიკულ წერილებს ისევ მალავს. ოპოზიციის ინფორმაციით, საქართველოს საგარეო უწყებამ გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებისგან წერილი მიიღო, მაგრამ იმის გამო, რომ მიმართვა სავარაუდოდ, საკმაოდ მწვავე და კრიტიკულია, ხელისუფლებამ მისი გასაჯაროება არ მოისურვა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა