თეგებით ძიება
14. 02. 2020 News-ები

თამარ ჩუგოშვილი დასავლელი პარტნიორების მხრიდან სანქციებს არ გამორიცხავს - "იმდენად გავიფუჭეთ რეპუტაცია, გამორიცხული არაფერია"

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, თამარ ჩუგოშვილი დასავლეთიდან უპრეცედენტო კრიტიკის შემდეგ, პარტნიორების მხრიდან პერსონალური სანქციების დაწესებას აღარ გამორიცხავს.

ჩუგოშვილის თქმით, ის, რაც ორი კვირის წინ ვერც კი წარმოედგინა, დღეს უკვე ყველაზე რეალურია.
"სულ ცოტახნის წინ, სანქციებზე საუბარიც კი სრულიად არარეალისტური იყო. აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ ასეთ მძიმე ნაბიჯებში ჩვენი პარტნიორები არ შევიდოდნენ, როცა საქმე ეხება საქართველოს, საქართველოს ხელისუფლებას ან პოლიტიკურ ლიდერებს. მაგრამ იმდენად ვამწვავებთ ჩვენ მათთან ურთიერთობას, იმდენად გავიფუჭეთ წლების მანძილზე, წვალებით მოპოვებული რეპუტაცია, და ის ისე ჩამოვშალეთ, რომ ახლა გასაკვირი და სამწუხაროდ გამორიცხული არაფერი არ არის"- აცხადებს ჩუგოშვილი.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა