თეგებით ძიება
14. 02. 2020 News-ები

\'\'მათ ჰგონით, როგორც აქ ესენი იყიდებიან ივანიშვილის სასარგებლოდ, მსოფლიოც ასევე ფულზე გაიყიდება.’’- დავით ჭიჭინაძე ოცნების პარტიაზე

პოლიტიკური მოძრაობა ‘’ტრიბუნას’’ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე შეფასებას აკეთებს, ივანიშვილის მიერ ლობისტებში გადახდილ მილიონებზე. მისივე თქმით ივანიშვილსა და მის თანაგუნდელებს ცუდი წარმოდგენა აქვთ საერთაშორისო პარტნიორებზე.

„ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვთ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს, ჩვენს პარტნიორებზე. იმიტომ რომ, მათ გონიათ, როგორც აქ ესენი იყიდებიან ივანიშვილის სასარგებლოდ, მსოფლიოც ასევე ფულზე გაიყიდება.’’- დავით ჭიჭინაძე.

ის აგრეთვე განმარტავს, რომ ყველაფერი არ ჯდება ინ ნორმებში როგორც ოცნება მოითხოვს. უამრავი თანხის გადახდა ვერ დაარღვევს იმ მკაცრ პოლიტიკურ წესებს, რაც მსოფლიო დემოკრატიას გააჩნია.

„სასამართლოს დამოუკიდებლობა ქვეყანაში, სასამართლოს პოლიტიკური მიზნით გამოყენება , არაფორმალური მმართველობა, ეს ყველაფერი არ ჯდება იმ ნორმებში, რომელ ნორმებშიც თხოულობს „ოცნება“, რომ ლობისტურმა კომპანიებმა ჩასვას.

და რაც არ უნდა ფული გადაიხადონ, თუ ღირებულებებში აცდენაა, არაფერი გამოვა, რადგან დემოკრატიულ მსოფლიოს თავისი მკაცრად დადგენილი წესები აქვს.

მოკლედ, „ოცნებაც“ და მანამდეც „ნაცებიც“, საკმაოდ ბევრ ფულს ხარჯავდნენ ბიუჯეტიდან ამ ლობისტურ კომპანიებზე და იმიჯის გაუმჯობესებაზე. გარკვეულ ეტაპამდე ეს მუშაობდა კიდეც ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ, მაგრამ დღეს რასაც ვუყურებთ, „ოცნების“ ხელისუფლებამ, პროდასავლურობის და დემოკრატიის დეკლარირებასაც კი დაანება თავი. ანუ, როდესაც ქვეყნის შიგნით იდგმება ისეთი ნაბიჯები, რომელიც უკვე ჩვენს პარტნიორებს უქმნის უხერხულობას, შედეგიც შეასაბამისი დადგა.“- აღნიშნა ტრიბუნას ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა